USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
«Süddeutsche Zeitung» (გერმანია): „კამალა ჰარისის პრეზიდენტობით გერმანია მოიგებს? ნურას უკაცრავად!“ (ანალიზი)
Date:  

მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთშია და ესტაფეტა კამალა ჰარისს გადასცა, გერმანიის კანცლერმა კამალა ჰარისზე ლოცვა დაიწყო და ჰგონია, რომ იგი დონალდ ტრამპს დაამარცხებს და ჯო ბაიდენის საგარეოპოლიტიკურ კურსს გააგრძელებს., - წერს გაზეთი „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ (Süddeutsche Zeitung) სტატიაში სათაურით „კამალა ჰარისის პრეზიდენტობის დროს გერმანიისათვის ყველაფერი კარგად იქნება? ნურას უკაცრავად!“ (ავტორი - დენიელ ბროსერი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„დასკვნების გამოტანას ნუ ვიჩქარებთ, რადგან კამალა ჰარისი ჯო ბაიდენს არ ჰგავს, სხვა თაობის პოლიტიკოსია - იგი ევროპის მიმართ სიყვარულსა და მფარველობაზე ჩაციკლული არ არის და შეიძლება ბრიუსელის მიმართ უფრო მომთხოვნიც კი იყოს, ვიდრე დონალდ ტრამპი. ამას მოწმობს მისი ერთგვარი ცივი დამოკიდებულება ისრაელისადმიც, რომლის ნათელი მაგალითია გასულ კვირაში მომხდარი „დიპლომატიური ინციდენტი“: 22 ივლისს ვაშინგტონში ვიზიტით ჩავიდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, გავიდა თითქმის სამი დრე და მას არავინ არ სეხვედრია - არც პრეზიდენტი და არც ვიცე-პრეზიდენტი. ჯო ბაიდენი კოვიდიტ იყო ავად, კამალა ჰარისმა კი ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტი თითქმის უყურადღებოდ დატოვა, სხვა ღონისძიებაზე გაემგზავრა ინდიანას შტატში და ებრაელ ლიდერს მხოლოდ ვიზიტის მეხუთე დღეს შეხვდა. ეს ფაქტი ამერიკელმა ჟურნალისტებმა კამალა ჰარისის მხრიდან გამოვლენილ „ბოიკოტად“ შეაფასეს.

როგორც კი ჯო ბაიდენმა საარჩევნო კამპანია შეწყვიტა და საპრეზიდენტო რბოლაში ასპარეზი კამალა ჰარისს დაუთმო, ოლაფ შოლცმა იჩქარა და კამალა ჰარისის მიმართ კომპლიმენტების გაკეთება დაიწყო: „იგი არის კომპეტენტური და გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელმაც ზუსტად იცის, რას აკეთებს და აქვს ძალიან მკაფიო წარმოდგენა თავისი ქვეყნის  როლის შესახებ თანამედროვე მსოფლიოში, საერთაშორისო მოვლენებზე და გამოწვევებზე, რომლებთანაც შეჯახება მოუწევს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა ზაფხულის არდადეგების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კამალა ჰარისის  მიმართ. გერმანიის კანცლერის ქცევა გასაგებია - იმიტომ, რომ თუ პრეზიდენტად კამალა ჰარისი არ იქნება, მაშინ იქნება ალტერნატიული კანდიდატი დონალდ ტრამპი, რომელთანაც გერმანიას, დიდი ალბათობით, ან ცუდი, ან კატასტროფული ურთიერთობა ექნება.

არ უნდა ვიფიქროთ ისე, რომ თითქოსდა კამალა ჰარისი ჯო ბაიდენის პოლიტიკური ხაზის გამგრძელებელი იქნება. მართალია მას არაერთხელ დაუფიქსირებია ფორმალურად, განცხადებებით, რომ „მე და ბაიდენი უკრაინას მხარს ვუჭერთ“, „მე და ბაიდენი ნატოს ერთგულები ვართ“, მაგრამ თუ იგი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება, რეალურად მაინცდამაინც არ იზრუნებს „ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაზე“. იმიტომ, რომ იგი უკვე პირდაპირ და უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი აშშ-ის მდგომარეობაზე, მას მოუწევს ამერიკის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება.

კამალა ჰარისს ასვე მოუწევს უფრო ხისტი პოლიტიკის გატარება თელ-ავივის მიმართ. იგი არ იქნება ევროპის მიმართ მგრძნობიარე, შეიძლება უფრო მომთხოვნი იყოს კი იყოს, ჯო ბაიდენისაგან განსხვავებით, ევროპელთა მხრიდან გაწეული თავდაცვის ხარჯების მიმართ.“

წყარო: https://www.sueddeutsche.de/politik/us-wahl-harris-trump-scholz-folgen-lux.Q8MAvQjiRHLWtJnYq3gBAE?reduced=true

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way