USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Тбилиси
დავოსის ეკონომიკური ფორუმი წელს 120-მდე მილიარდერს უმასპინძლებს
дата:  728

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც 21-დან 24 იანვრამდე პერიოდში გაიმართება, მსოფლიოს 36 ქვეყნის 119 მილიარდერი აპირებს დასწრებას, რომელთა ქონება, მთლიანობაში, 500 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ იუწყება.

სააგენტოს მონაცემებით, მთლიანობაში, დავოსის კონფერენციაზე დასწრებას მსოფლიოს 100 ქვეყნის 2 ათასამდე სტუმარი გეგმავს.

დავოსის ფორუმი - ეს არის პოლიტიკური და საქმიანი ელიტის ყოველწლიური შეხვედრა. მას 1980 წლიდან გააჩნია წლის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო მოვლენის სტატუსი.

პოლიტიკოსების და ბიზნესმენების გარდა, დისკუსიებში მონაწილეობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მედიასაშუალებების ხელმძღვანელი პირები.

Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати