USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
დავითაშვილი: წინაპირობა იმის, რომ პურის ფასი გაიზარდოს, არ არსებობს
Date:  438

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშილის განცხადებით დღეს, ჩვენ ბაზარზე არ არსებობს იმის წინა პირობა რომ პურის ფასი გაიზარდოს.

ამის მიზეზად მან, ფქვილის ფასის უმაღლესი ზღვარის დაწესება და ენერგო მომარაგების კომპანიებს გადაწყვეტილება დაასახელა, რომლებმაც გადაწყვიტეს პურის საცხობებისთვის გაზი 10 თეთრით გაეიაფებინათ.

„ჩვენთვის პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ მოსახლეობის სოციალური ფონი უფრო რთული და უფრო მძიმეა კორონავირუსთან ბრძოლის და შეზღუდვების პირობებში, ამიტომ ჩვენ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს პურის მრეწველთა კავშირთან და თითოეულ ინდივიდუალურ საწარმოსთან იმისთვის, რომ პურის ფასი შევინარჩუნოთ მაგრამ მხოლოდ კომუნიკაცია და მხოლოდ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები დაფიქსირებული ფასის ვერ მოგვცემს რათქმაუნდა გადაწყვეტის საშუალებას. ჩვენ ქმედითი მექანიზმები უნდა შევთავაზოთ სექტორს და ეს ის პროგრამა იყო, რომელიც სახელმწიფომ აამუშავა. ის გულისხმობდა ორ რამეს , ერთი დეფიციტის პირობებში როდესაც ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებული მოთხოვნას აგრო სასურსათო პროდუქტზე, ეს პირველ რიგში სასურსათო უსაფრთხოების პირველ რიგში მნიშვნელოვან კატეგორიას ხორბალს ეხება, ჩვენი მიზანი იყო წაგვეხალაისებინა ქვეყანაში მეტი მარაგის შექმნა და ეს მარაგი იქმნება ზუსტად იმ დაზღვევის მექანიზმიტ, რომელიც ჩვენ იმპორტიორ კომპანიებს შევთავაზეთ.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, იმისთვის, რომ მიიღონ მონაწილეობა პროგრამაში და მიიღონ სუფსიდირება, სუფსიდიის თანხა არის კონკრეტული პასუხისმგებლობა, რომელიც ძირითადი ინგრედიანეტია პურის წარმოებაში იყოს დაფიქსირებული. აქ დავაწესეთ უმაღლესი ზღვარი, რომ კონკრეტულად ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატება 51 ლარს, რაც მნიშვნელოვანი წინა პირობაა იმისათვის, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს და მეორე კომპონენტი ეს ენერგო მატარებლებია და იმ კომპანიებმა, რომლებიც გაზს აწვდიან საწარმოებს მიიღეს გადაწყვეტილება და მათ 10 თეთრით შეამცირეს ტარიფი პურის საცხობებისთვის. შესაბამისად წინაპირობა იმის, რომ პურის ფასი გაიზარდოს ბაზარზე, დღეს არ არსებობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way