USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
დავითაშვილი - ჩვენი ფერმერები ჩადიან გმირობას, როცა რთულ პირობებში ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შრომობენ
Date:  256

ჩვენი ფერმერები ჩადიან გმირობას, როცა რთულ პირობებში ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შრომობენ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეტაპობრივად, სულ უფრო ნაკლები წნეხი ექნებათ ფერმერებს.

„ფერმერებს შეექმნათ გარკვეული დისკომფორტი, მაგრამ გადაწყვეტილებები რომლებსაც ვიღებთ არის არსებული ვითარებიდან გამომდინარე. შესაბამისად, გარკვეული კომპრომისი აუცილებელია. ჩვენ გვაქვს ჩვენი ფერმერების მხრიდან სოლიდარობის მოლოდინი. ჩვენი ფერმერები ჩადიან გმირობას, როცა რთულ პირობებში ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შრომობენ. ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ მათ მხარდასაჭერად. იქნება გარკვეული სირთულეები და უხერხულობები ამ შემზღუდავი მექანიზმების გამო, მაგრამ სხვაგვარად, წარმოუდგენელია, რომ ჩვენ მივაღწიოთ პროგრესს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

27 აპრილიდან, ქვეყანაში, ეტაპობრივად, დაიწყება მობილობის ზრდა, რაზეც დეტალურად პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს. შესაბამისად, გადაადგილების მეტი საშუალებები იქნება, რაც ნიშნავს, რომ რეალიზაციის პრობლემები უფრო მეტად მოგვარდება. ძალიან მნიშვნელოვანია სარეალიზაციო არხების საკითხი. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის თანახმადაც, ეტაპობრივად, აგრარული ბაზრები, შესაბამისი სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეძლებენ ოპერირებას.

ჩვენ ვმუშაობთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს კომუნიკაცია მსხვილ მყიდველებსა და გამყიდველებს შორის. ყველა ეს ღონისძიება სიტუაციას შეამსუბუქებს. ეტაპობრივად, სულ უფრო ნაკლები წნეხი ექნებათ ფერმერებს. თუმცა, ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ის შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებს გარდაუვალი აუცილებლობიდანაა გამომდინარე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way