USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
დავით ზალკალიანი - პრემიერმა დეტალურად აცნობა ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საოკუპაციო ძალები ე.წ ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ
Date:  621

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს COVID-19-ის გლობალურ პანდემიასთან გამკლავებისა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების კუთხით, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა გიორგი გახარიასთან გამართული ვიდეოკონფერენცისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ევროკავშირს საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი დონორის, მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას.  ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკომისია მზად არის, მომავალშიც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა როგორც ექსპერტულ დონეზე, ასევე - ფინანსური კუთხით. ვიდეოკონფერენციისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესს,  მათ შორის მაღალი შეფასება მიეცა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს.

ვიდეოკონფერენციისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

„პრემიერმა დეტალურად აცნობა ევროკომისიის პრეზიდენტს, რომ როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, საოკუპაციო ძალები ე.წ ბორდერიზაციის პროცესს ახორციელებენ და ისე, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ევროპული მხარდაჭერა, ევროპული სოლიდარობა, რაც გამოიხატა კიდეც ამ დღეებში ევროკავშირის ელჩის განცხადებით. ევროკომისიის პრეზიდენტისგან მივიღეთ რწმუნება, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც იქნება შეუქცევადი და მკაფიო. ბუნებრივია, ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე. პრემიერმა დეტალურად ისაუბრა ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების თვალსაზრისით მიმდინარე პროცესებზე. ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს მთავრობის ძალისხმევამ, იგივე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტმა უაღრესად მაღალი შეფასება მისცა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way