USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
დავით უსუფაშვილი: პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი - მართლებიც და მტყუანებიც, ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ
дата:  975

პოლიტიკური მოვლენები ისეთ კალაპოტში მოექცა, რომ ყველანი - მართლებიც და მტყუანებიც - ქართული სახელმწიფოს ნგრევის პროცესში ვმონაწილეობთ. როგორმე უნდა შევჩერდეთ და გამოსავალი ვიპოვოთ, - წერს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, დავით უსუფაშვილი.

„გამოსავალია ახალი არჩევნების ვადებსა და პირობებზე შეთანხმება და მისი საერთაშორისო ინსტრუმენტებით გამაგრება. ასეთი შეთანხმების მიღწევა რთული საქმეა, რადგან ჩვენში პოლიტიკურ ვაჟკაცობად სხვისი განადგურება მიიჩნევა და არა სხვასთან ერთად სწორ გზაზე დადგომა. დღეიდან მხოლოდ ამ რთულ საქმეს მოვახმარ შერჩენილ ადამიანურ და პოლიტიკურ რესურსს - დავურეკავ, ვუპასუხებ, შევხვდები, მოვუსმენ, შევთავაზებ... ჩემი საჯარო აქტიურობაც ამ საქმის ინტერესებს დაექვემდებარება“, - წერს დავით უსუფაშვილი.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати