მთავრობა მართალია - დღეს რომ ძლიერი ქარია, ოპოზიციის ბრალია, ორი კვირა ყინვები რომ იყო, ესეც ოპოზიციის ბრალია - საერთოდ ყველაფერი, რაც არასწორი ხდება, ოპოზიციის ბრალია! - ასე პასუხობს პრემიერ - მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი.
„ეს უკვე კომიკურია და ამაზე კომენტარები შეუძლებელია", - აღნიშნა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით გუშინ გამართული საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული.
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, რომ მოქალაქეები საწვავის ფასების და ინფლაციის საკითხზე შეცდომაში შეიყვანონ.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.