USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
დავით უსუფაშვილი - მთავრობა მართალია - დღეს რომ ძლიერი ქარია, ოპოზიციის ბრალია, ორი კვირა ყინვები რომ იყო, ესეც ოპოზიციის ბრალია
თარიღი:  780

მთავრობა მართალია - დღეს რომ ძლიერი ქარია, ოპოზიციის ბრალია, ორი კვირა ყინვები რომ იყო, ესეც ოპოზიციის ბრალია - საერთოდ ყველაფერი, რაც არასწორი ხდება, ოპოზიციის ბრალია! - ასე პასუხობს პრემიერ - მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი.

„ეს უკვე კომიკურია და ამაზე კომენტარები შეუძლებელია", - აღნიშნა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით გუშინ გამართული საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, რომ მოქალაქეები საწვავის ფასების და ინფლაციის საკითხზე შეცდომაში შეიყვანონ.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის