USD 2.6963
EUR 3.1800
RUB 3.5752
თბილისი
დავით ქურიძე- დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ასტროფიზიკოსი
თარიღი:  1263

გაერთიანებულ სამეფოში, ბელფასტის უნივერსიტეტში 2010 წელს ჩამოვედი, ასტროფიზიკის სადოქტორო პროგრამის გასავლელად.

ამჟამად ვმუშაობ აბერისტვისის უნივერსიტეტის (უელსი, გაერთიანებული სამეფო) ასტროფიზიკის კვლევის ჯგუფში და ასევე, ვკითხულობ ლექციებს. ვარ 40-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ჩემი კვლევების მთავარი საგანია მზის და ვარსკვლავების ზედაპირებზე მიმდინარე ფიზიკური პროცესები. ვარსკვლავების სპეციფიკური სტრუქტურის გამო, მათი ზედაპირები (ატმოსფეროები) ერთადერთი ნაწილებია, რომლთა დანახვაც შეგვიძლია. ჩვენამდე მხოლოდ მათი ატმოსფეროების გამოსხივება აღწევს. ეს გამოსხივება არის ვარსკვლავებზე, სამყაროს ამ ფუნდამენტურ ობიექტებზე ჩვენი ინფორმაციის მთავარი წყარო. თითქმის ყველაფერი, რაც ვარსკვლავებზე ვიცით, ამ გამოსხივების ანალიზიდანაა მიღებული. ჩემი კვლევები ძირითადად ჩვენი უახლოესი ვარსკვლავის, მზის ატმოსფეროს გამოსხივების ანალიზს მოიცავს.

ბოლო წლებია, ვსწავლობ მზის ანთებებს. ანთებები არის ვარსკვლავების ზედაპირზე პატარა არეებში, ძალიან მოკლე დროში (რამდენიმე წამში), უზარმაზარი ენერგიის უცაბედი გამოყოფა. ეს მოვლენები შეიძლება შევადაროთ ელვას, რომელიც ხშირად ხდება დედამიწის ატმოსფეროში. ვარსკვლავების ანთებები ბევრად კომპლექსური, ასტროფიზიკური პროცესებია და მათი ბევრი ასპექტი დღემდე აუხსნელია. გარდა სუფთა სამეცნიერო ინტერესისა, ამ მოვლენების კვლევებს პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს, რამდენადაც ისინი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ კოსმოსური ამინდის ფორმირებაში. კოსმოსურ ამინდზე კი, ასტრონავტების და ჩვენი პლანეტის უსაფრთხოებაა დამოკიდებული. თანამედროვე ასტროფიზიკა ძალიან მრავალმხრივი დარგია.

დღეს შესაძლებელია, იყო ასტროფიზიკოსი და სამუშაოდ მხოლოდ ოფისი და კომპიუტერი გჭირდებოდეს. აკეთებდე ასტროფიზიკური პროცესების რიცხვით მოდელირებას, ან ამუშავებდე კოსმოსური ტელესკოპების დაკვირვებებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად მზა სახით მოიპოვება. თანამედროვე ასტროფიზიკაში, მეცნიერების მხოლოდ მცირე ჯგუფია, რომლებსაც ძველი ეპოქების ასტორნომებივით ველზე მუშაობა უწევთ. ვგულისხმობ სადამკვირებლო ექსპერიმენტის მოფიქრებას, ობსერვატორიაში წასვლას და დაკვირვებების ჩატარებას. მე ასტროფიზიკოსების ამ ჯგუფს ვეკუთვნი, რადგან ხშირად ვმონაწილეობ და ვხელმძღვანელობ დაკვირვებებს სახმელეთო ტელესკოპებიდან. სახმელეთო ტელესკოპების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ხმელეთზე შეგვიძლია დიდი ზომის ტელესკოპების აგება ინსტრუმენტების რთულ ოპტიკურ ლაბორატორიებთან ერთად. კოსმოსში ასეთი სისტემების გაშვება ან ტექნიკურად არ შეგვიძლია, ან ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ კოსმოსურ ობსერვატორიებს შედარებით მცირე ზომის ტელესკოპები და ინსტრუმენტები აქვთ.

შეაბამისად, ასტროფიზიკის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ისევ სახმელეთო მზის ტელესკოპებიდან ჩატარებული დაკვირვებებით ხდება. 2017 წელს მიღებულმა ერთ-ერთმა ასეთმა უნიკალურმა დაკვირვებამ საშუალება მოგვცა, პირველად, მაღალი სიზუსტით გაგვეზომა მზის ატმოსფეროს მაგნიტური ველი, პარამეტრი, რომელიც მზეზე და ვარსკვლავების ზედაპირზე მიმდინარე ფიზიკური პროცესების მთავარი განმსაზღვრელია. მიღებულ გაზომვებს, რომლებიც 2019 წელს გამოვაქვეყნეთ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბოლო წლების მზის ფიზიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო კვლევად არის შეფასებული. ქართველ კოლეგებს, ვინც ახლა იწყებს სამეცნიერო საქმიანობას, ვურჩევდი, აუცილებლად მიიღონ მუშაობის გამოცდილება დასავლურ კვლევით ინსტიტუტებში და უნივერსიტეტებში. ქართული სამეცნიერო სივრცე ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ სტრუქტურირებული და ინტეგრირებული თანამედროვე სამეცნიერო სისტემებთან. შესაბამისად, დასავლურ უნივერსიტეტებში სამუშაო და სასწავლო გამოცდილების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარებისთვის.

ეს არ გულისხმობს, რომ ყველა ქართველი მეცნიერი აუცილებლად უცხოეთში უნდა წავიდეს სამუშაოდ და იქ დამკვიდრდეს, მაგრამ კარიერის გარკვეული ეტაპების (განსაკუთრებით ადრეული ეტაპების) უცხოურ სამეცნიერო სისტემებში გატარება ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. მე ეს ძალიან გამომადგა. ზოგადად, ამ ტიპის მოძრაობა მეცნიერებისთვის ყოველთვის სასარგებლოა. მაგალითად ბრიტანეთში, სადოქტოროს დაცვის შემდეგ, როგორც წესი, სხვა ინსტიტუტებში აგრძელებენ მუშაობას. ზოგი მათგანი რაღაც დროის შემდეგ უკან ბრუნდება, მაგრამ მინიმუმ ერთ ,,გასვლას" თითქმის ყველა აკეთებს. გამოცდილებასთან ერთად, ეს ერთგვარი დემონსტრირებაცაა იმისა, რომ როგორც მეცნიერს, უცხო გარემოში შესვლა, მუშაობა და თავის დამკვირდება შეგიძლია.

წყარო:Speech • სფიჩი

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის