USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
დავით კვინიკაძემ ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობა დატოვა
Date:  416

დავით კვინიკაძემ ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობა დატოვა და მუშაობას რეგიონული განვითარების სამინისტროში განაგრძობს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მან დავით კვინიკაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„დათო არის ღირსეული და პროფესიონალი ადამიანი. იგი 2015 წლიდან შემოუერთდა ჩვენს გუნდს, ვაკის გამგეობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, რაიონის გამგებლის თანამდებობას კი 2021 წლიდან იკავებდა. ბევრი კარგი პროექტი აქვს ჩვენთან ერთად განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მიიღო, მომავალ საქმიანობაში გამოადგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კვინიკაძის შემცვლელის შესახებ ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარების მინისტრი თბილისის ვიცე-მერი კახა გულედანი გახდა.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way