USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
დავით ხიდაშელი - ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის, არც ტყესთან, არც მიწასთან და არც ხალხთან შეხება არ აქვს
Date:  1054

ბიზნესმენ დავით ხიდაშელის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ბიზნესმენს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 104 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია 49 წლის ვადით მხოლოდ 11 ლარად გადასცა, ტყუილია.

როგორც დავით ხიდაშელი აღნიშნავს, მან მხოლოდ ნადირობის ლიცენზია შეიძინა.

„ლიცენზია ვიყიდეთ ნადირობისთვის. არც ტყესთან, არც მიწასთან და არც ხალხთან შეხება არ აქვს. პირიქით, ხალხი უნდა დაასაქმონ, ტყის გასასუფთავებლად, თან ბევრი. წაიკითხეთ და გაეცანით პირობებს. ვალდებულების მეტი არაფერია, მითუმეტეს ყველას შევთავაზე ნახევარ წილში შემოსვლა, მაგრამ არავინ შემოვიდა“, - აცხადებს ბიზნესმენი.

 

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way