USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
დავით კანდელაკი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი რექტორი
Date:  1392

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი რექტორი იყო ქართული ინტელიგენციის ერთ-ერთი თვალსაჩინო და აღიარებული წარმომადგენელი - დავით კანდელაკი. იგი დაიბადა  განათლებულ და ქართული ტრადიციების მქონე ოჯახში, მისი მშობლები - ვლადიმერ კანდელაკი და ნეოლინა ჩხენკელი პედაგოგები იყვნენ და მოღვაწეობდნენ ქ. ბაქოში. მათ სამი შესანიშნავი ვაჟიშვილი გაზარდეს - გიგა, სანდრო და დავითი, რომლებიც ახალგაზრდობიდანვე ეწეოდნენ აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მოღვაწეობას და გასული საუკუნის 30-იანი წლების ავბედით ჟამს ემსხვერპლნენ.

მინი დოსიე: დაბადების თარიღი: 1895წ; გარდაცვ. თარიღი: დაბადების ადგილი: სოფელი კულაში, ქუთაისის გუბერნია. 1921-1930წწ. განათლების სახალხო კომისარი (განათლების მინისტრი); 1930 წლიდან საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილე; 1930-1934წწ. საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენელი შვედეთში, 1935-1937წწ. - გერმანიაში; 1937 წლის 11 სექტემბერს მოსკოვში დააპატიმრეს. ბრალად ედებოდა ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა. დახვრიტეს 1938 წლის 29 ივლისს.

დავით კანდელაკს საუნივერსიტეტო განათლება გერმანიაში ჰქონდა მიღებული. იგი სრულყოფილად ფლობდა ევროპულ ენებს. განათლებით ეკონომისტს, ჯერ რუსეთში მოუხდა მუშაობა, ხოლო საქართველოში 1921 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდა და დაინიშნა განათლების სახალხო კომისრად (მინისტრად). ამ დიდ ეროვნულ საქმეს მთელი 10 წლის განმავლობაში უანგაროდ, საქმის დიდი ცოდნითა და თავდადებით ემსახურა. იმ დროს განათლების უწყებაში შედიოდა სკოლამდელი აღზრდის კერები, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლები, პროფესიულ-ტექნიკური განათლება, თეატრები, მუზეუმები, კინო და სახელმწიფო გამომცემლობა.

დავით კანდელაკის სახელთან უშუალოდ არის დაკავშირებული სახელმწიფო სამეცნიერო საბჭოს პედაგოგიური სექციების უაღრესად ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობა, ქართულ ენაზე საშუალო და უმაღლესი სასწავლებლებისათვის სახელმძღვანელოების შექმნა, პედაგოგიური კადრების აღზრდა, პედაგოგიკურ-მეთოდიკური მუშაობის დონის ამაღლებაზე ზრუნვა და სხვ.

1928 წლის ოქტომბრისათვის დამთავრდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის რეორგანიზაცია. მას შეუერთდა ამიერკავკასიის რუსული პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო განყოფილება და ამ ორი სასწავლებლის ბაზაზე დაფუძნდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. პროფესორთა საბწომ ინსტიტუტის პირველ რექტორად აირჩია ერთ-ერთი მისი დამაარსებელი, საქართველოს განათლების სახალხო კომისარი დავით კანდელაკი, ხოლო პრორექტორებად - პროფესორი ნიკოლოზ მუსხელიშვილი და პროფესორი ევგენი პეტკევიჩი. ჩამოყალიბდა სამი ფაკულტეტი: სამშენებლო - დეკანი კირიაკ ზავრიევი, სამთო-ქიმიური - დეკანი გიორგი წულუკიძე, ელექტრო-მექანიკური დეკანი - გიორგი გედევანიშვილი. დავით კანდელაკის, როგორც რექტორის საზრუნავი და სამოქმედო არე მეტად მრავალმხრივი იყო. ძალასა და ენერგიას არ იშურებდა ახალი კათედრების ჩამოყალიბების, პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობის მაღალი დონის საინჟინრო-ტექნიკური კადრებით შევსების, სასწავლო და სამეცნიერო ბაზის შექმნისა და განვითარების, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის.

თანამედროვეთა დახასიათებით დავით კანდელაკი იყო მაღალი, მკერდგაშლილი, ჩაფსკვნილი, სპორტული აღნაგობის, საკმაოდ ლამაზი სახისა და დახვეწილი მანერების მქონე პიროვნება. ჰქონდა მაღალი შუბლი, ქართული, ოდნავ კეხიანი ცხვირი, თბილი, წკვიანი, კეთილშობილური და ნათელი გამოხედვა.

ერთი შეხედვით მკაცრი და უკარება კაცის შთაბეწდილებას ტოვებდა, მაგრამ გამოსაუბრებისას წამსვე შეიცნობოდა მისი დიდი ადამიანური, კეთილი ბუნება. იცოდა ყურადღებიანი მოსმენა და მიმზიდველი საუბარი. მასთან ნებისმიერი სოციალური წარმოშობისა და ასაკის ადამიანს შეეძლო გამოენახა საერთო ენა. ყოველმხრივ დახმარებას უწევდა ხელმოკლე სტუდენტებს, რომელთათვისაც იგი ადამიანობის ეტალონი ბრძანდებოდა.

დავით კანდელაკის უახლოესი მეგობრები იყვნენ ცნობილი ქართველი მეცნიერი შალვა ნუცუბიძე, მწერალი დია ჩიანელი და განათლების დარგის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე - თეიმურაზ წუმბურიძე. მათთან ერთად დავით კანდელაკმა საფუძველი ჩაუყარა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტს.

დავით კანდელაკი 1937 წელს მოსკოვში გამოიძახეს, სადაც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way