USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
დავით გურგენიძე: ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს უნივერსიტეტის (UG) წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა
თარიღი:  280

ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელი გენერალურ პროკურატურას წერილით მიმართავს. დავით გურგენიძე ითხოვს, დაიწყოს საქმის გამოძიება, თუ როგორ აღმოჩნდა ერთ ლარად გიული ალასანიას ხელში უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი. გურგენიძე საქმის გამოძიების დროს ალასანიას ქონების დაყადაღებას და საბოლოოდ, ქონების ტექნიკური უნივერსიტეტისათვის დაბრუნებას მოითხოვს.

„მოგეხსენებათ, რომ წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების დიდი ნაწილი ფაქტობრივად, მიიტაცა ყოფილი პრეზიდენტის ოჯახმა. არის ეჭვი, რომ იყო სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ ჩვენმა უნივერსიტეტმა, პირადად მე, უნივერსიტეტის კანცლერმა, კოლეგიალურმა ორგანოებმა, აკადემიურმა საბჭომ, წარმომადგენლობითმა საბჭომ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არც ერთი „კაპიკი“ არ მიუღია. მან [გიული ალსანია] გადაიხადა თუ არა საქართველოს ბიუჯეტში, ეს უკვე გენერალური პროკურატურის მოკვლევის საგანია. ეს არის უდიდესი, ისტორიულად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტერიტორია“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

კითხვაზე, შეიძლება, ითქვას თუ არა, რომ ომის დროს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ დედას სახელმწიფო ქონება სიმბოლურ თანხად გადასცა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა: „ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ ერთი რამ შეგვიძლია კი არ ვთქვათ, არამედ ფაქტია, რომელსაც ვერ გავექცევით, რომ ომის დროს და არა მხოლოდ ომის დროს, დაახლოებით 2-3 წელი მიმდინარეობდა ამ ქონების არაკანონიერი დატაცება. ზიანი უნდა იყოს დადგენილი. ამაზე უნდა ჩაატაროს პროკურატურამ ექსპერტიზა და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა ზიანზეა საუბარი“.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის