USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
დავით გადელია - ვირუსმა დანდობა და შებრალება არ იცის
дата:  406

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევის შესახებ წერს და საზოგადოებას აკრიტიკებს:

მისი თქმით, ხალხმრავალი საპროტესტო აქციები ცუდი არჩევანია, რადგან ვირუსმა დანდობა არ იცის და შედეგიც უკვე სახეზეა. 

"ცუდი არჩევანია..

ამ მძიმე პანდემიის ჟამს, ჩემი ქვეყნის მოსახლეობამ, ვაქცინაციას და რეგულაციებს ხალხმრავალი მიტინგები არჩია.. შედეგიც სამწუხაროდ არ დააყოვნებს! ვირუსმა დანდობა, შებრალება არ იცის. სხვათა შორის, არც იმას არჩევს, ვისი მიტინგია უფრო სამართლიანი! რა ქნას, ერთი დნმ-ის სპირალია სულ, როგორ გაარკვიოს?! ვისაც უფალმა რუხი ნივთიერებით სავსე ნახევარსფეროები მისცა - ისინიც ვერ გარკვეულან და ვირუსს როგორ გინდა მოსთხოვო მტყუან- მართლის გარჩევა..

ნუთუ ადრეც, საუკუნეების განმავლობაშიც ასეთი გულარხეინები ვიყავით? ნუთუ არ გვქონდა არასდროს განსაცდელის შეგრძნება და ვერ ვალაგებდით პრიორიტეტებს?!!... როგორ მოვაღწიეთ აქამდე??" - წერს გადელია.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати