USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
დავით გადელია - პანიკის არავითარი საფუძველი არ არის, დაუჯერეთ ექიმებს
Date:  718
პანიკის არავითარი საფუძველი არ არის, დაუჯერეთ ექიმებს - წერს საკუთარ ფეისბუკის გვერდზე,  ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი.
 
"მეგობრებო, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა გაგიზიაროთ კოვიდ19-თან დაკავშირებით:
ქვეყანაში მაქსიმალურად დალაგებულია ტრიაჟის, ანუ პაციენტთა სწორი გადანაწილების საკითხი- ავადმყოფს სტაციონარი სჭირდება, თუ მისი სახლში გაჩერებაც შეიძლება. არანაირი პრობლემა არაა ამ მხრივ, განსაკუთრებით თბილისში. ბათუმში, კერ კიდევაა გარკვეული პრობლემები, რაც კადრების სიმცირითაა გამოწვეული.
 
ამავე დროს, ბევრად მეტი ვიცით ამ დაავადებაზე: როდისაა საშიში გადადების თვალსაზრისით, როგორ ავირიდოთ გადადება, რომელია რისკის ჯგუფი და ა.შ. ბევრადაა შემცირებული მკურნალობის ხანგრძლივობა, მუდმივად ხდება მკურნალობების პროტოკოლების განახლება. ამიტომ მინდა დაბეჯითებით გირჩიოთ, დაუჯერეთ ოჯახის ექიმებს!! რამდენიმე შემთხვევა გვქონდა უკვე, როცა ოჯახის ექიმებმა არ ჩათვალეს ავადმყოფის სტაციონირება საჭირო და პაციენტს სახლში დარჩენა ურჩიეს. ამის მიუხედავად, თავად დაავადების სახელით შეშინებულმა პაციენტებმა მოგვაკითხეს კლინიკაში და მოითხოვეს სტაციონარული მკურნალობა. სულ ორიოდე დღეში დამშვიდდნენ, მიხვდნენ რომ სახლშიც გააგრძელებდნენ თავისუფლად მკურნალობას (ზოგს, საერთოდ არც სჭირდებოდა), გამოთქვამდნენ სურვილს, პროტოკოლის მიუხედავად გაგვეშვა სახლში (პროტოკოლის დარღვევა კი არაა სასურველი). მსოფლიო გამოცდილების საფუძველზე, პჯრ კვლევებიც კი ამოღებულია გამოჯანმრთელების გაკონტროლებისას.
 
თებერვალშიც ვვარაუდობდით, რომ მოხდებოდა კოვიდის ე.წ. გრიპიზაცია (თუმცა ორგანოთა დაზიანების თვალსაზრისით, კოვიდ19-ს განსხვავებული პათოფიზიოლოგია აქვს). კიდევ ვიმეორებ იმას, რასაც თებერვალ- მარტში ვამბობდი: შიფტიან გრიპებს (ღორის, ფრინველის გრიპს რომ ეძახიან) უფრო დიდი სიკვდილიანობა აქვთ ვიდრე კოვიდ19-ს (ე.წ. "ესპანურ გრიპზე" საერთოდ არაა საუბარი!). ამიტომ არაა პანიკის არავითარი საფუძველი, დაუჯერეთ ექიმებს პირველივე ეტაპზეც (ოჯახის ექიმებს) და თუ კლინიკაში მოხვდით- კლინიკის ექიმებსაც!
 
და რაც მთავარია:საზოგადოებრივ ადგილებში მუდამ გეკეთოთ პირბადე!"
tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way