USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Tbilisi
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით იოსებაშვილი, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
Date:  659
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით იოსებაშვილი, დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის დირექტორთან, ნიკა ღვინიაშვილთან ერთად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
 
დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის მხარდაჭერით, დასრულდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზების აღდგენის სამუშაოები.
 
განახლებული ადმინისტრაციული შენობა უკვე მასპინძლობს ვიზიტორებს, სადაც მათ შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და საქართველოში პირველი დაცული ტერიტორიის - ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნების უნიკალური სახეობებისა თუ სალაშქრო მიმართულებების შესახებ.
 
ამჟამად, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ყველა არსებული ბილიკის განახლება და ახალი ბილიკების ქსელის დამატება, ჯამში 105 კმ-მდე სიგრძის, თანმდევი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით: ფანჩატურებით, ცეცხლის დასანთები ადგილებით, ასევე, შენდება ეკოტურისტული კოტეჯები. სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, ბილიკების ქსელის მოსაწყობად, ჯამში, 5 მილიონ ლარამდე თანხაა გამოყოფილი.
 
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, რომელიც ერთ-ერთი პოპულარული დაცული ტერიტორიაა საქართველოში, მუდმივად მიმდინარეობს ეკოტურიზმის განვითარება, როგორც არსებული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განახლება, ისე ახალი მიმართულებების შექმნა, რათა პარკში მოგზაურობა ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს.
World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way