USD 2.6892
EUR 3.1431
RUB 3.5648
Тбилиси
დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს ეროვნული პარკების სახასიათო გმირის შესაქმნელად ღია კონკურსს აცხადებს
дата:  393

დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს ეროვნული პარკების სახასიათო გმირის (მასკოტი) შესაქმნელად ღია კონკურსს აცხადებს.

კონკურსის მიზანია შეიქმნას პერსონაჟი, რომელიც გააძლიერებს ეროვნული პარკების ბრენდს, გააღრმავებს გარემოსდაცვით ცნობიერებას და წაახალისებს ეკოტურიზმს.

გმირი, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც რეალური ცხოველი, ისე გამოგონილი პერსონაჟი, სხვადასხვა არხის მეშვეობით საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას ბუნების შესახებ, შთააგონებს მის დაცვას და ხელს შეუწყობს პარკებისადმი ინტერესის ზრდას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ დიზაინერებსა და ილუსტრატორებს, ასევე გუნდებს (არაუმეტეს 3 წევრი), პროფესიული გამოცდილებისა და ასაკის მიუხედავად.

განაცხადების მიღება: 20 მაისი – 15 ივნისი. მთავარი პრიზი: 20,000 ლარი.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

общество
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати