USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
თბილისი
დათო ტურაშვილის შვილი - „რა მხედრიონი, რა ავტომატი, რა ფული?!... ერთადერთი, რისიც მე და ჩემს ოჯახს გვეშინია ხოლმე, ისაა, რომ ამ ქვეყნის გამო ერთხელაც გული გაუსკდება”
თარიღი:  2460

მწერალი დათო ტურაშვილის შვილი, ანა ტურაშვილი საზოგადოებას მამის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

”შევარდნაძის დროს, საღამოობით სადარბაზოსთან გველოდებოდნენ ხოლმე ვიღაც კაცები. ჩასვამდნენ ხოლმე იმ უკუნეთ დროს მამაჩემს მანქანაში და მიჰყავდათ. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს.

მე და დედა სახლში ველოდებოდით ხოლმე.

ისიც ყოველთვის ბრუნდებოდა.

სააკაშვილის დროსაც მიჰყავდათ ხოლმე ასე, ან ურეკავდნენ, ან მოდიოდნენ და ელაპარაკებოდნენ.
იქიდანაც ყოველთვის ბრუნდებოდა.

არასოდეს არ მახსოვს რომელიმე ხელისუფლების შეშინებოდა და ამის გამო გაჩუმებულიყო.

ახლაც ასეა და სასაცილოა ვინმემ მამაჩემს მოჰკითხოს, რას აკეთებდა რომელიმე წინა ხელისუფლების დროს. მართლა სასაცილოა…

არც ახლა ეშინია და ამაში გაზრდილს, ალბათ ამიტომაც არც მე არასოდეს შემშინებია და არც ახლა მეშინია.
სიმართლე და სამშობლოს სიყვარული როცა შენ მხარესაა, არასოდეს გეშინია.

ერთადერთი, რისიც მე და ჩემს ოჯახს გვეშინია ხოლმე, ისაა რომ ამ ქვეყნის გამო ერთხელაც გული გაუსკდება, რადგან ეს უკვე ორჯერ ვნახეთ.

რეებით აშავებენ თან, რა მხედრიონი, რა ავტომატი, რა ფული? მამაჩემს ვინც იცნობთ კი იცით რომ იარაღის ჭერის აზრზე არაა.

და მეორე რითაც აშავებენ, რომ ყველა ხელისუფლების დროს არხეინად ცხოვრობდაო…

ქურთუკებს ვატრიალებდით ხოლმე, რომ ეგებ პურის ფული გვეპოვა შიგნით და ჩემთვის საჭმელი გაეკეთებინათ და როდის ვხეირობდით იქნებ მეც გამაგებინოთ?

 კეთილი ხალხის გვერდში დგომით და მამაჩემის თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული ლუკმა პურით ვართ გაზრდილები მეც და ჩემი დებიც და რავიცი აბა, განა არ გვინდოდა მამაჩემს ერთი-ორი კაპიკი გაეწია და ერთი-ორი უძრავი ქონება მაინც დაეტოვებინა ჩვენთვის, გავაქირავებდით, პურს შევჭამდით, ვიგულავებდით, რავიცი…

მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა, დათოს სოციალური ქსელები არ აქვს და გთხოვთ მაქსიმალურად არ მიაწოდოთ ის ამბები რაც აქ ხდება, ყველაფერი არ იცის და მისი ჯანმრთელობის და ნერვების ამბავი კი იცით…
დაგვანებეთ თავი პლზ…

წავლენ ესენიც, ამათი დროც მოვა, ხალხი ბრძენია”, – წერს ანაკო ტურაშვილი.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის