USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
დასავლეთ საქართველოში ფაროსანას საწინააღმდეგოდ წამლობები დაიწყო
Date:  610

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი აქტიურად ახორციელებს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს.

მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებზე, სადაც დიდი რაოდენობით მავნებელი დაფიქსირდა, მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები.

სპეციალიზებული ტექნიკით წამლობა ცივი შესხურების ტექნოლოგიით, წინასწარ განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე ტარდება. ამ ეტაპისთვის, დასავლეთ საქართველოში განთავსებულია 32 430 ასეთი სადგური (სამეგრელო-ზემო სვანეთი – 12 210, იმერეთი – 12 090, გურია – 4470, აჭარა – 3030, რაჭა – 630).

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შემდეგ ეტაპზე, თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეიწამლება სოფლისა და ტყის პერიმეტრები, სიმინდის მასივები, ჯაგნარები. უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ასევე, ფუტკრის დაცვის მიზნით, ტერიტორიები თერმული ნისლით ღამის საათებში, რეკომენდაციების სრული დაცვით დამუშავდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, დროულად განახორციელონ აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way