USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Tbilisi
დასავლეთ გერმანიაში მარქსისტებმა ლენინის ძეგლი დადგეს
Date:  813

გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში, გერმანიის მარქსისტულ-ლენინური პარტიის (MLPD) ინიციატივით, ვლადიმერ ლენინის ძეგლი დაიდგა.


”ეს ქანდაკება ჩეხოსლოვაკიაში ჩამოისხა 1957 წელს, ეს იყო ლენინის პირველი ძეგლი ჩეხოსლოვაკიაში. ჩვენ ის eBay- ზე ვიყიდეთ ავსტრიელი გამყიდველისგან, რომელთანაც ძეგლი   "ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ ინახებოდა. ჩვენ გადავწყვიტეთ მისი შეძენა და დამონტაჟება, რადგან დასავლეთ გერმანიაში ჯერ კიდევ არ ყოფილა ლენინის არც ერთი ბიუსტი ან ქანდაკება. ”- განმარტა აღნიშნა პარტიის წარმომადგენელმა პეტერ ვაისპვენინგმა.

ძეგლის სიმაღლე - 2 მეტრი 15 სანტიმეტრია და ის კვარცხლბეკზე დგას.

ძეგლის აღმართვის გადაწყვეტილებამ პროტესტი გამოიწვია ქალაქის ადმინისტრაციის, მემარჯვენე რადიკალებისა და ცენტრისტულ-კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრებში. სხვათაშორის კანცლერი ანგელა მერკელი სწორედ ამ კავშირს წარმოადგენს თავის პოსტზე.

”თავდაპირველად, ქალაქის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ძეგლის დამონტაჟება შეუძლებელია , ძეგლთა დაცვის მოქმედი კანონის გამო, რომელიც კრძალავს ისტორიულ ძეგლიდან 30 მეტრზე რაიმე ძეგლის დადგმას და შენობა რომელიც ძეგლის სავარაუდო ადგილიდან 30 მეტრზე ახლოს დგას წარმოადგენს ისტორიულ ძეგლს და მას სახელმწიფო იცავს. ამ პოზიციით გამოვიდა ქალაქის ბურგომისტრი, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგი იყო ლენინის ძეგლის დადგმის მის ქალაქში. მაგრამ გერმანელმა მარქსისტებმა მიმართეს სასამართლოს, რომელმაც დაადასტურა რომ ლენინის ძეგლის, შერჩეულ ადგილზე დადგმა კანონს არ არღვევდა.

 

tbilisi
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way