USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
დასახელდა 3 ფილმი, რომელთაგან ერთს საქართველო „ოსკარზე“ წარადგენს
თარიღი:  1402

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის პირველი  სექტემბრიდან დაიწყო საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა.

წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:

  • რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი – „დასაწყისი“
  • უტა ბერიას – „უარყოფითი რიცხვები“
  • ოთარ შამათავას – „ურსუსი“

ოსკარზე წარსადგენად საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია ფარული კენჭისყრით  გამოავლენს. კანდიდატი ფილმის სახელი 2020 წლის 10 ოქტომბრამდე გახდება ცნობილი.

დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „დასაწყისი“ უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის – კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ჯილდო ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე და სან სებასტიანის კინოფესტივალის მთავარი პრიზები ოთხ კატეგორიაში. ფილმი ნიუ-იორკის კინოფესტივალის ფარგლებშიც უნდა აჩვენონ, სადაც საკონკურსო პროგრამის ერთ-ერთი მონაწილეა.

2019 წელს გადაღებული უტა ბერიას  „უარყოფითი რიცხვები“ სამხრეთ კორეული კინოფესტივალის, Pyeongchang International Peace Film Festival-ის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ფილმის მსოფლიო პრემიერა კი საფრანგეთში, არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე  შედგა.

რეჟისორის ეს სადებიუტო ფილმი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში მოზარდების წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრებაზეა. ფილმის სცენები ავჭალის ყოფილი მე-10 საპყრობილის, არასრულწლოვანთა კოლონიის ტერიტორიაზეა გადაღებული.

ოთარ შამათავს „ურსუსი“ 30 წლის კინორეჟისორზე მოგვითხრობს, რომელიც ბერლინალეს კინოფესტივალზე „ოქროს დათვის” მოპოვებაზე ოცნებობს. სამოქალაქო ომის დროს იგი ყველაფერს კარგავს. ნიკას დაჭრიან, მისი ფილმი დაიწვება, ცოლი კი მიატოვებს და სხვასთან წავა.

კადრი ოთარ შამათავას ფილმიდან „ურსუსი”.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის