USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
დაპირისპირება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე - შენ ხარ ნული
Date:  259

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე დაპირისპირება იყო.

ერთმანეთს ბორდის წევრი ლიკა ბასილაია და ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი, გიორგი გვიმრაძე დაუპირისპირდნენ.

ლიკა ბასილაია დაინტერესდა რატომ დახურა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 7 გადაცემა, ტელესკოლის არხი და რა პრინციპით შეარჩიეს დასახური გადაცემები.

„რატომ დაგვიმალეთ ამბავი? თქვენ ფსიქიკური პრობლემები ხომ არ გაქვთ ბატონო გიორგი?! წესიერად ილაპარაკეთ. ის შენი მაყურებელი კი არა საქართველოს მაყურებელია, რომელიც შენ გიხდის ხელფასს და არ გეკუთვნის, რადგან ნულოვანი რეიტინგი გაქვს, შენზე დახარჯული ფული არის წყალში გადაყრილი. მე შენ გაკონტროლებ და ყოველთვის გაგაკონტროლებ, რადგან შენ ხარ ნული. ამის გადაცემა რატომ არის დარჩენილი არხზე?! დამისაბუთეთ. გადასახადის გადამხდელი ფულს, თურმე გვიმრაძის გადაცემაში ფულს იმისთვის იხდის, რომ მე ნერვები მომეშალოს, ბრავო! სამარცხვინო“, - მიმართა ლიკა ბასილაიამ გვიმრაძეს.

თავის მხრივ გიორგი გვიმრაძემ ლიკა ბასილაიას უპასუხა, რომ არხზე მისი გადაცემა იმიტომ დარჩა, რომ ლიკა ბასილაიას ნერვები მოეშალოს.

„რა ამბავი არ იცოდით? რა ამბავი დაგიმალეთ? პრობლემები ვის აქვს ეტყობა. წესიერად შენ ილაპარაკე ყოველთვის, ახლა კი არა, სულ. იცის ჩემმა მაყურებელმა ვინ ვარ და რა ვარ. ჩემს კოლეგებთან ძალიან გთხოვ ილაპარაკე ზრდილობიანად. რას მაკონტროლებ, შენ რა უნდა გამაკონტროლო“, - მიმართა გვიმრაძემ.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way