USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
დანია $2 მილიარდს დახარჯავს არქტიკისა და გრენლანდიის დაცვაში
Date:  445

დანიის მთავრობამ და წამყვანმა პოლიტიკურმა პარტიებმა 27 იანვარს გამოაცხადეს, რომ მიაღწიეს შეთანხმება არქტიკასა და ჩრდილო ატლანტის ოკეანეში თავდაცვის ხარჯების 14.6 მილიარდი დანიური კრონით ($2 მილიარდზე მეტი) გაზრდაზე.

ამის შესახებ დანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

დანიის მთავრობასა და პარლამენტს შორის პოლიტიკური შეთანხმება ითვალისწინებს 2 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას სამხედრო წარმომადგენლობის გასაძლიერებლად, პირველ რიგში, არქტიკაში.

შეთანხმების ფარგლებში სამი საზღვაო ხომალდის, ორი დამატებითი შორ მანძილზე მოქმედი თვითმფრინავის და თანამგზავრების განთავსება დაფინანსდება რეგიონში სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად.

დანიის მთავრობა აღნიშნავს, რომ ახალი ფინანსური რესურსის გამოყოფა ფარერის კუნძულების და გრენლანდიის ხელისუფლებასთან შეთანხმებულია.

"დანიის სადაზვერვო სამსახურის თანახმად, არქტიკაში და ჩრდილო ატლანტიკაში საფრთხის დონე გაუარესდა, ამიტომ, ჩვენ მნიშვნელოვნად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი წარმომადგენლობა ამ რეგიონებში," - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა.

ტრამპი ახლახან დაუბრუნდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი არქტიკული კუნძულის შეძენის იდეას. მან ეს იდეა თავისი პირველი ვადის დროსაც ჰქონდა და კუნძულზე ამერიკის კონტროლის დამყარებას გლობალური უსაფრთხოებისთვის "აბსოლუტური აუცილებლობა" უწოდა.

ცოტა ხნის წინ მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ტრამპისა და დანიის პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის დაძაბული სატელეფონო საუბრის შესახებ.

Financial Times-ის ცნობით, 45 წუთიანი საუბარი გასულ კვირას, ტრამპის ინაუგურაციამდე შედგა, მაშინ თეთრ სახლს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია. საუბრის შემდეგ ფრედერიკსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუნძული, რომელიც დანიის ავტონომიური ტერიტორიაა, არ იყიდება და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს "დიდი ინტერესი" აქვს ამ ტერიტორიის მიმართ.

ხუთმა ამჟამინდელმა და ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომლებიც ინფორმირებული არიან საუბრის შესახებ, განაცხადეს, რომ საუბარი ძალიან ცუდად წარიმართა. მათ აღნიშნეს, რომ ტრამპი აგრესიული და კონფრონტაციული იყო დანიის პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, რომ კუნძული არ იყიდება, სამხედრო ბაზებისა და ბუნებრვი რესურსების განვითარებაზე მეტი თანამშრომლობის შეთავაზების მიუხედავად.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way