„გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსმა, წვევამდელზე, სამხედრო სამსახურის თავის არიდების მიზნით, 3000 ლარის სანაცვლოდ, ყალბი სამედიცინო დასკვნა გასცა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ჰოსპიტლის ხელმძღვანელი დააკავეს.
"ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, 3 000 ლარის სანაცვლოდ, წვევამდელ პირზე ყალბი მონაცემების შემცველი სამედიცინო დასკვნის გაცემა უზრუნველყო, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებას შეძლებდა.
გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეომტკიცებულებები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის მსურველ პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან. სამსახურის რეაგირება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მკაცრი.
ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა, - განცხადებას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თავდასხმა დრონის გამოყენებით განახორციელეს, რის შემდეგაც გემზე ხანძარი გაჩნდა.
„დრონით დარტყმა ჰორმუზის სრუტეში სიონისტურ რეჟიმთან დაკავშირებულ გემზე განხორციელდა. გემს, MSC Ishyka-ს ცეცხლი გაუჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ისრაელს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.