USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Тбилиси
დაკარგული თბილისის ისტორიიდან – კალოუბნის ეკლესია
дата:  2103

სამწუხაროდ, დღეს ბევრმა არ იცის, რომ ფოტოზე ასახულია წმ. გიორგის სახელობის კალოუბნის ტაძარი, რომელიც მდებარეობდა დღევანდელი რუსთაველის გამზირის და ფურცელაძის ქუჩის კუთხეში, მაშინდელი ჰაუპვახტის (კომისარიატის) შენობის უკან. ეკლესიაც და ჰაუპვახტის შენობაც ბოლშევიკებმა ააფეთქეს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ და მათ ადგილას კინოთეატრი “რუსთაველი” (რუსთაველის გამზირზე) და საცხოვრებელი სახლი აიგო (ფურცელაძის ქუჩაზე).აღსანიშნავია, რომ საყდარი ადრინდელი შუა საუკუნეების ძეგლს წარმოადგენდა და ფოტოებზე ასახული სახე (რუსული ტიპის გუმბათით) კალოუბნის ეკლესიამ XIX საუკუნეში მიიღო.

კალოუბანი (იგივე კალობანი) თბილისის ისტორიული გარეუბნის ერთ-ერთი მიკროუბანია და ეწოდებოდა იმ ტერიტორიას, რომელიც ყოფილი პიონერთა სასახლისა და ისტორიის მუზეუმის ირგვლივაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნეში. პლატონ იოსელიანი გადმოგვცემს ისტორიას, რომლის მიხედვითაც, კალოზე, თემურ-ლენგის შემოსევისას, ბავშვები გაუთელავთ ცხენებით; ზოგიერთის აზრით კი ეს სახელი სიტყვა “კალაუბნიდან,” ანუ, “კალას უბნიდან” არის ნაწარმოები. პლატონ იოსელიანი ამ დასახლებას სხვაგვარად განმარტავს: კალოუბნის ეკლესია უწინ მცხეთაშიც ყოფილა. იქ მოთავსებულ ხატზე გაკეთებული წარწერა მიუთითებს, რომ ეკლესია იმ ადგილზე იდგა, რომელიც მეფის კალოს ეკავა. კალოუბნის სახელწოდება სხვაგანაც ყოფილა. ასე რომ, თბილისის უბნისა და ეკლესიის დასახელება ძველად იმ მიდამოებში განლაგებული კალოებისგან უნდა მოდიოდეს.

კალოუბნის ეკლესია და ჰაუპვახტის შენობა.

ფოტოზე ციფრებით აღნიშნულია: 1. ტაძარი, რომელიც დაანგრიეს კომუნისტებმა (მოჩანს გუმბათი). 2. ჰაუპვახტის შენობა (კოლონებიანი ნაგებობა). 3. თბილისის ომის დროს დამწვარი

ფოტოზე ციფრებით აღნიშნულია: 1. კალოუბნის ეკლესია (მოჩანს გუმბათი და სამრეკლო).
2. ჰაუპვახტის შენობა (კოლონებიანი ნაგებობა). 3. თბილისის ომის დროს დამწვარი “მხატვრის სახლი”.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати