USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
დაინტერესებული პირები დედაქალაქში მშენებარე ობიექტების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გადამოწმებას შეძლებენ
Date:  500

დღეიდან თბილისის ინტერაქტიულ რუკაზე განთავსდება მუნიციპალური ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების, ასევე, მშენებარე ობიექტის შეჩერების შესახებ ინფორმაცია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული სამშენებლო ინიციატივა ხელს შეუწყობს მოქალაქეების უფლებების დაცვას, რომ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება, ვიდრე შენაძენს გააკეთებენ და ფინანსურად არ დაზარალდნენ.

„უმნიშვნელოვანესია, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების საკუთრების უფლება, კეთილსინდისიერი მყიდველები და მათი უფლებები, რომლებიც უძრავი ქონების შენაძენს აკეთებენ მშენებარე თუ ახალაშენებულ ობიექტებში. ინიციატივის მიხედვით, დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, საკადასტრო მონაცემებით, ელექტრონულად, ინტერაქტიურ რუკაზე გადაამოწმონ ინფორმაცია ინსპექციის მიერ ექსპლუატაციაში უკვე მიღებული ობიექტების შესახებ, ასევე, ინსპექციის მიერ მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობის გაზრდას, თუმცა ამ მიზნით მუნიციპალიტეტის მერიას არაერთი ქმედითი ნაბიჯი აქვს უკვე გადადგმული.

„წლების წინ არსებობდა სამშენებლო კომპანიების მხრიდან დაზარალებული მოქალაქეების პრობლემა, რომლის გადასაჭრელად არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადავდგით. დაუმთავრებელი მშენებლობების პროგრამის ფარგლებში, ათასობით დაზარალებული მოქალაქე დავაკმაყოფილეთ. მშენებლობის მაღალი ხარისხის მისაღწევად და დარღვევების პრევენციისთვის, ასევე, გავამკაცრეთ სამშენებლო კონტროლი და ობიექტების ექსპლუატაციასთან დაკავშირებით მივიღეთ შესაბამისი ზომები. გატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად გაზრდილია სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაზე მომართვიანობა და შესაბამისად მიღების მაჩვენებელიც. აღნიშნული ინიციატივაც იქნება ერთგვარი მექანიზმი, რომ გაიზარდოს სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება მომავალი მესაკუთრეების წინაშე, მშენებლობის პროცესში სრულყოფილად შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და დაიცვან სანებართვო პირობები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way