USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
დაღესტანში ტერორისტებმა ოჯახის წევრების თვალწინ მღვდელს ყელი გამოჭრეს
дата:  298

დაღესტანში, ეკლესიაზე თავდასხმის შედეგად მოკლული სასულიერო პირი - 66 წლის დეკანოზი ნიკოლაი კოტელნიკოვია.

ის დერბენდში მოქმედი ერთადერთი მართლმადიდებლური ტაძრის წინამძღვარი იყო და ტაძარში 40 წელი მსახურობდა.

ტერორისტები ჯერ ტაძარში შევარდნენ და მთავარი ხატი გადაწვეს, შემდეგ კი სასულიერო პირის სახლში გადაინაცვლეს და ოჯახის წევრების თვალწინ მღვდელს ყელი გამოჭრეს. დეკანოზი ნიკოლაი კოტელნიკოვი ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა დაღესტანში კვირას სულთმოფენობის დღესასწაულზე მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით , ტერორისტების თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა.

წყარო:https://www.pravmir.ru/

 

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати