USD 2.7015
EUR 3.1697
RUB 3.4107
თბილისი
დაღესტანში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი
თარიღი:  653

დერბენტში უცნობა პირებმა სინაგოგასა და ეკლესიაზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს. დაიღუპა ერთი პოლიციელი, კიდევ ერთი სამართალდამცველი დაიჭრა. ინფორმაციას რუსული მედია დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს ინფორმაციით, დაახლოებით 18:00 საათზე დერბენტში უცნობმა პირებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს სინაგოგასა და ეკლესიას, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და ერთი პოლიციელი დაჭრილია“, - ნათქვამია ანგარიშში.

ეჭვმიტანილები თეთრი ფოლცვაგენ პოლოთი გაიქცნენ. გარემოებები და ინფორმაცია დაღუპული და დაჭრილი პოლიციელების შესახებ ზუსტდება.

თბილისი
თელასი - სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის