USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
„დაავალე მიშას“ - „ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიას იწყებს
дата:  810

"დაავალე მიშას" ამ სახელწოდების კამპანიის დაწყების თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

 

მისი სიტყვებით, საქართველოს მასშტაბით პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე აქტიურად მართავენ წინასაარჩევნო კამპანიას და ხვდებიან მოსახლეობას. ისინი შემოივლიან სოფლებს, ქალაქებს, რაიონებს და მიიღებენ დავალებებს მოქალაქეებისგან თუ რა საკითხების გადაჭრა მიაჩნიათ აუცილებლად, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ და ეს მოთხოვნები გადაეცემა პრემიერმინისტრობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას "დაავალე მიშას", რა ნიშნავს შემდეგს, ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია თქვენ რა მოლოდინი გაქვთ "ნაციონალური მოძრაობისგან" ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ასევე უმნიშვნელოვანესია, რა მოლოდინი გაქვთ ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატისგან... ეს დავალებები გადაეცემა ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატს და შემდეგ უკვე მიხეილ სააკაშვილი თავად მოგახსენეთ თავის მოსაზრებას და თავის გეგმას თუ როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც დაგროვილია მოსახლეობაში“,- განაცახადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისი თქმით, მდიდარი საქართველოს ასაშენებლად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა, ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" ელის დავალებებს.

მიხეილ სააკაშვილი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ 7 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати