უმეტესობას გვახარებს ზაფხულის მოსვლა და ცხელი ამინდი, თუმცა, როდესაც გიწევს მაღალი ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა, შენს ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ზაფხულის ცხელი დღეების დროს დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები დაცული ხართ ე.წ. თბური ტალღების მავნე ზემოქმედებისაგან.
განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70,000 სიკვდილის მიზეზი გახდა. ცოდნამ, თუ როგორ დაიცვა თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა იხსნას შენი და შენი ახლობლების სიცოცხლე.
რატომ არის მაღალი ტემპერატურა პრობლემა?
მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:
- დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი)
- გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;
- სითბური გამოფიტვა;
- სითბური დაკვრა.
ვინ იმყოფება ყველაზე მეტად რისკის ქვეშ?
მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენენ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან:
- 75 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმულები
- ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები
- ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები
- გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები
- ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პირები
- გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე
- ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები
- ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები)
როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს:
შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე
- შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.
- ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).
- დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება.
- მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები.
- ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
- თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს.
- ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 350C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350C-ს, იგი ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.
- მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.
თავი აარიდეთ სიცხეს
- გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით.
- თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას.
- მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
- მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შეასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.
- დარჩით/გაჩერდით ჩრდილში
- არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!
შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად
- მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი, და სხვა.
- ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა, და მზისგან დამცავი სათვალე.
- იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან.
- მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
- საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.
როგორ მოვიქცეთ, თუ ვინმეს დახმარება სჭირდება?
- ზემოთ წაკითხული გააცანით სხვებსაც - ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, რომლებიც ძირითადად მარტონი არიან.
- ოჯახში განიხილეთ, თუ როგორ იმოქმედოთ მაღალი სიცხის დროს ექსტრემალურ პირობებში, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ დაეხმარონ საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს.
- თუ იცნობთ ავადმყოფ ან მარტოხელა ხანდაზმულს, რომელსაც სჭირდება თქვენი დახმარება, მოინახულეთ სულ მცირე ყოველდღე.
- თუ იცით, რომ ადამიანი ყოველდღიურად ღებულობს რომელიმე მედიკამენტს, კითხეთ მის მკურნალ ექიმს, წამალი ხომ არ მოქმედებს ორგანიზმის თერმორეგულაციაზე ან სითხის ბალანსზე.
- შეისწავლეთ პირველი დახმარების ჩვევები, რათა იცოდეთ როგორ მოიქცეთ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს. ეს ყველამ უნდა იცოდეს, რადგან შესაძლოა დასჭირდეს.
- თვალყური ადევნეთ ამინდის პროგნოზს ტელევიზიის, რადიოს ან ინტერენეტის საშუალებით.
დავეხმაროთ ერთმანეთს
თუ თქვენ ან სხვას ექნება ასეთი შეგრძნება:
- თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა.
- მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.
- თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
- ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება.
- თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე.
- მიმართეთ ექიმს, თუ პიროვნებას აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები.
- თუ შემჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრს, ან ნებისმიერ ადამიანს აქვს მაღალი ტემპერატურა, გამომშრალი კანი, ბოდავს, აქვს კრუნჩხვა ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 250-300C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.
თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ
- მედიკამენტი შეინახეთ 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ან მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში)
- თუ გაქვთ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ან ღებულობთ ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს, მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
სითბურ დაავადებებთან ერთად ზაფხულის ცხელ დღეებში ხშირია მზით დამწვრობის შემთხვევებით, განსაკუთრებით, ახალგაზრდა გოგონებში, რომელთაც მიაჩნიათ, რომ რუჯი ნიშნავს კარგ ჯანმრთელობას და ესთეტიურ სილამაზეს; თუმცა, დერმატოლოგები განმარტავენ, რომ ნამზეურევი ეს არის მზისგან გამოწვეული კანის დაზიანება, რომელიც ჩნდება ულტრაიისფერი სხივებით კანის პიგმენტური უჯრედების დაზიანებისას.
გასათვალისწინებელია, რომ ხშირი გარუჯვა იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, პიგმენტური ლაქების წარმოქმნას, კანის კიბოს განვითარების რისკის მომატებულ რისკს. მზის სხივებმა არამარტო კანის პრობლემები, არამედ მხედველობის დარღვევებიც შესაძლოა გამოიწვიოს მაგ, კატარაქტა, რაც სიბრმავის გამომწვევი წამყვანი მიზეზია.
მზის სხივებით და სოლარიუმებში ზედმეტად დასხივების შემთხვევაში ვითარდება კანის დამწვრობა. ამ დროს ვლინდება შემდეგი სახის სიმპტომები: სისუსტე, დაზიანებული უბნის შეშუპება, სითხის შემცველი ბუშტუკების წარმოქმნა, ტკივილი, შესაძლოა განვითარდეს სხეულის ტემპერატურის მომატება, გულისრევა.
მზეზე ან სოლარიუმში ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ, ასეთი სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღეთ ასპირინი ან აცეტამინოფენი (ტილენოლი), რათა მოიხსნას დამწვრობის დისკომფორტი და ანთება. დაზიანებულ უბნებზე დაიფინეთ ცივი კომპრესები, მიიღეთ ცივი აბაზანა, წაისვით ალოეს ექსტრაქტის შემცველი გამაგრილებელი გელი.
მიმართეთ ექიმს, თუ:
- დამწვრობა მიიღო 1 წლამდე ასაკის ბავშვმა,
- განვითარდა ცხელება (მოიმატა სხეულის ტემპერატურამ),
- გაჩნდა სითხით სავსე ბუშტუკები და ძლიერი მტკივნეულობა.
დაიმახსოვრეთ:
- მზით დამწვრობის შემდეგ მოერიდეთ მზეზე განმეორებით გასვლას
- არ გახეთქოთ დამწვრობის შემდეგ წარმოქმნილი ბუშტუკები
მზით დამწვრობის რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან:
- ადამიანები, რომელთაც აქვთ ღია შეფერილობის კანი და თმა, ღია ფერის თვალები.
- 6 წელზე ნაკლები და 60 წელზე ასაკოვანი ადამიანები.
მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად:
- შეზღუდეთ მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა, განსაკუთრებით პიკის საათებში (შუადღემდე 2 საათით ადრე და 2 საათით გვიან). მზით დამწვრობის მიღება შესაძლებელია ღრუბლიან ამინდშიც.
- საგულდაგულოდ შეიმშრალეთ სხეული წყლის წვეთებისგან, რამდენადაც მათ ლინზის ეფექტი აქვთ და აძლიერებენ მზის სხივების დამაზიანებელ მოქმედებას.
- ყურადღება მიაქციეთ ულტრაიისფერ ინდექსს (უი), რაც მზით დამწვრობის განვითარების რისკს გვიჩვენებს.
- ატარეთ ღია ფერის, ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული თავისუფალი ტასაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი; მუქი სათვალეები 99-100%-ით დამცავი ეფექტით.
- გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები, რომლის SPF (Sun Protect Factor - მზისგან დამცავი ფაქტორი) 30 და მეტია. წაისვით ის მზეზე გასვლამდე 20 წთ-ით ადრე და ყოველ 2 საათში. დამცავი კრემი უნდა შეირჩეს კანის ტიპისა და ულრტრაიისფერი სხივების ინტენსიობის შესაბამისად. მოერიდეთ გაურკვეველი ხარისხის უცნობი კრემის გამოყენებას.
როგორ დავიცვათ ბავშვები ძლიერი სიცხისაგან
ნებისმიერი მოულოდნელი ცვლილება, როგორიც შეიძლება იყოს ადრეული ზაფხულის მაღალი ტემპერატურის ტალღა, შეიძლება გახდეს სტრესის მიზეზი ბავშვის ორგანიზმისთვის.
ძლიერმა სიცხემ ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით თქვენი ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე დაუკავშირდით ექიმს.
ძლიერმა სიცხემ შესაძლოა გამოწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.
დაუკავშირდით ბავშვის ექიმს მაშინვე, როცა რომელიმე ქვემოთ არსებულ სიმპტომს შენიშნავთ:
- სისუსტე
- ძლიერი დაღლილობა
- თავის ტკივილი
- ცხელება
- ინტენსიური წყურვილი
- შარდის შეკავება
- გულის რევა
- ღებინება
- ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა
- დაბუჟება
- კუნთების ტკივილი
- კუნთების სპაზმი
- ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა)
თუ შეამჩნიეთ, რომელიმე ეს სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, სასწრაფოდ გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე, ხოლო თუ თქვენ ძუძუთი კვებავთ მას, მაშინ რძე საკმარისად არის ჰიდრატირებული და დამატებითი სითხის მიცემა არ არის საჭირო. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ თქვენც უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, რათა გქონდეთ საკმარისი რძე ბავშვის გამოსაკვებად.
ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები.
არ დაგავიწყდეთ თქვენი ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობაც. სახლში ჩაკეტვით ბავშვები შეიძლება გახდნენ ნერვიულები და მოუსვენრები. ამიტომ წინასწარ დაგეგმეთ სახლში გასართობი აქტივობები და თამაშები, რაც შეზღუდავს მათ მიერ ტელევიზორთან გატარებულ დროს.
ბავშვები ძლიერ სიცხეში შეიძლება გახდნენ დეპრესიულები. მაგალითად, მათთვის სტრესია მკვდარი ცხოველების ან მცენარეების დანახვა. დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ ბევრი ადამიანი მუშაობს სიტუაციის მოსაგვარებლად და მათი უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ბავშვებს ხშირად აქვთ კითხვები გარემოსთან დაკავშირებით, ამიტომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე და უპასუხეთ მათ კითხვებს ღიად და გულწრფელად, მაგრამ გაითვალისწინეთ, მიაწოდეთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც მათ ასაკს შეესაბამება.
შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე
- თუ გაქვთ თერმოსტატის მქონდე კონდიციონერი, დააყენეთ მისი მაჩვენებელი კომფორტის დონეზე (დაახლოებით 220С და 260С-ს შორის), რაც შეამცირებს ბავშვის ენერგიის დანახარჯს და მოგვრის მას შვებას. ხოლო თუ კონდიცირებისათვის იყენებთ ფანჯარას, ეცადეთ გააგრილოთ ოთახი
- მოამზადეთ ისეთი საკვები, რომელიც არ საჭიროებს ღუმელის გამოყენებას
- დღის განმავლობაში შეამცირეთ მზის სხივები ჟალუზების ან ფარდების მეშვეობით
- თუ ეს უსაფრთხოა, დატოვეთ ღამით ფანჯარა ღიათ, რომ გრილ ჰაერს მისცეთ სახლში შემოსვლის საშუალება
თუ თქვენი სახლი განსაკუთრებულად ცხელია
- დაისვენეთ მაღალი ტემპერატურისგან - გაატარეთ რამდენიმე საათი თქვენს შვილთან ერთად გრილ ადგილზე. ეს შეიძლება იყოს ხის ჩრდილი, საცურაო აუზი, შადრევანი ან კონდიცირებადი ადგილები - სავაჭრო ცენტრები, მაღაზიები ან საჯარო ბიბლიოთეკა
- აბანავეთ ბავშვი გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად (გამოცოცხლებულად). ყოველთვის ადევნეთ მას თვალყური აბაზანაში.
- თუ იყენებთ ვენტილატორს, დადგით იგი ბავშვისგან უსაფრთხო მანძილზე და აკონტროლეთ ჰაერის ნაკადის მიმართულება
თავიდან აიცილეთ ბავშვზე ძლიერი სიცხის მოქმედება (ექსპოზიცია)
- გარეთ გასვლა დაგეგმეთ დღის უფრო გრილ პერიოდში
- თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას.
- არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში ან მზის სხივების ქვეშ.
- გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯარის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით. მანქანაში დატოვებული პიროვნება არის როგორც სითბური დაავადებების განვითარების, ასევე სიკვდილის დადგომის რისკის ქვეშ.
აირიდეთ მზის დასხივება
უზრუნველყავით ბავშვის ჩრდილში ყოფნა ან დაიცავით ის მზისგან ფართე ნაპირებიანი, ჰაერგამტარი ქუდის ან ქოლგის მეშვეობით. ჩააცვით ისე, რომ ტანსაცმელი ჰქონდეს თავისუფლად, იყოს ღია ფერის და ჰაერგამტარი მასალისგან დამზადებული.
- ხის ჩრდილის მიმდებარე ტერიტორიაზე ტემპერატურა შესაძლებელია იყოს 50C-ით უფრო გრილი, ვიდრე ირგვლივ ტერიტორიაზე.
- თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგანდამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს და მიჰყევით კრემის მწარმოებლის ინსტრუქციებს.
დაიმახსოვრეთ! მზისგან დამცავი კრემი დაგიცავთ ულტრაიისფერი სხივებისგან, მაგრამ არა მაღალი ტემპერატურისგან.
- არ გამოიყენოთ მზისგან დამცავი 6 თვეზე უფრო პატარა ასაკის ბავშვებში.
მზისგან დამცავი და მწერების საწინააღმდეგო საშუალებათა ერთდროული გამოიყენება უსაფრთხოა
მზადება ძლიერი სიცხისთვის
- იყავი ინფორმირებული ადგილობრივი ამინდის პროგნოზის შესახებ, და გეცოდინებათ როდის უნდა გამოიყენო დამატებითი საშუალებები უკიდურესი სიცხის თავიდან ასაცილებლად.
- ყურადღებით აკონტროლეთ ბავშვის ჯანმრთელობა
- შეინარჩუნეთ ბავშვის ორგანიზმის ტენიანობა
- დეჰიდრატაცია სახიფათოა. მიეცით ბავშვს სხვადასხვა სითხე, სანამ მოწყურდება.
- გაამხიარულეთ - მიეცით ფერადი ჭიქა საწოვარათი და შეახსენეთ, რომ წყალი დალიოს ხელების ყოველი დაბანის შემდეგ.
- ეცადეთ სითხე გახადოთ გემრიელი – არომატული წყალი ნატურალური ხილის წვენით შესაძლოა უფრო მიმზიდველი იყოს ბავშვისთვის.
- ეცადეთ უზრუნველყოთ ბვერი ბოსტნეულით და ხილით, რომელიც ბევრ წყალს შეიცავს.
- აქციეთ ეს ყოველდღიურობად – დაარწმუნეთ ბავშვი, რომ ყოველი ფიზიკური ვარჯიშის შემდეგ მიიღოს სითხე.
ზაფხული და გადამდები დაავადებები
ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდზე მოდის ამ დაავადებათა რეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი, რაც დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან.
დიარეით მიმდინარე დაავადებათა/საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული, ისე ეპიდაფეთქებების სახით (ჯგუფური შემთხვევები). ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას.
ქვეყანაში რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) მოდის ბავშვთა ასაკზე, რაც შეიძლება აიხსნას არა მარტო ამ ასაკში დაავადების მაღალი მიმღებლობით, არამედ მოზრდილი ასაკის ავადმყოფთა შორის ფართოდ გავრცელებული თვითმკურნალობის პრაქტიკით.
თვითმკურნალობა დიარეული დაავადებების დროს იწვევს დიაგნოსტიკის გართულებას, ხელს უწყობს დაავადება გადატანილებში პათოგენური მიკროფლორის ბაქტერიომტარებლობის ფართოდ გავრცელებას და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული (გამძლე) შტამების შექმნას, რეზისტენტული შტამების ფართო გავრცელება გარემოში კი სერიოზული პრობლემებს უქმნის დიარეულ დაავადებათა მკურნალობას და პაციენტთა გამოჯანმრთელებას.
დიარეულ დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია შემდეგი პრევენციული ღონისძიებების გატარება:
- წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას, წყალმა სასურველია იდინოს არანაკლებ 10 წუთი და შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად;
- არ გამოიყენოთ სასმელად წყალი ადუღების გარეშე, თუ მის უვნებლობაში დარწმუნებული არ ხართ, ადუღებული წყალი ვარგისია 24 საათის განმავლობაში;
- სასურველია წყლის გამწმენდი სხვადასხვა ტიპის საოჯახო ფილტრების გამოყენება, უსაფრთხოა ცენტრალიზებული წყალსადენის წყალი, რომელიც იფილტრება და ქლორით დეზინფიცირდება;
- შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, დახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა დანიშნულებით (რძის ან სხვა სითხის შესანახად);
- ღია წყალსატევში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი;
- გამოიყენეთ სუფთა სასმელი წყალი:
o ხილისა და ბოსტნეულის გასარეცხად
o საკვების მოსამზადებლად
o სასმელების დასამზადებლად
o ყინულის მოსამზადებლად
o ჭურჭლისა და სამზარეულოს სხვა ინვენტარის გასარეცხად
o ხელების დასაბანად
- მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა შეიწვას ან მოიხარშოს;
- მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;
- მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი და მოხარშული პროდუქტი. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მოხარშული პროდუქტი შენახული თავდახურულ პატარა ზომის ჭურჭელში;
- სამზარეულოში აუცილებელია მოიხმაროთ უმი და მოხარშული პროდუქტისათვის (ცალ-ცალკე ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისათვის) იზოლირებული დასამუშავებელი დაფები;
- არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე გოგლი-მოგლი ან სახლში დამზადებული ნაყინი;
- საკვებად არ გამოიყენოთ ჭუჭყიანი ან გაბზარული კვერცხები;
- არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები;
- სალათები უნდა შეიკაზმოს მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;
- მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით, სასურველია ხილი მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი;
- სასურველია ზაფხულის პერიოდში უარი თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით მომზადებული ტორტების და კრემიანი ნამცხვრების მოხმარებაზე, ან/და მათი მომზადებისას გამოიყენოთ მხოლოდ დაუზიანებელი, სუფთა ნაჭუჭიანი კვერცხი და ისეთი პროდუქტები, რომელთა შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადები დაცულია;
- თუ მაინც გადაწყვეტთ ზაფხულის პერიოდში კრემიანი ნამცხვრებისა და ტორტების საკვებად გამოყენებას, გახსოვდეთ რომ მათი შენახვა შეიძლება 00C -80C ტემპერატურაზე დამზადებიდან არა უმეტეს: ცილოვანი კრემებით და ხილით გაწყობილი - 72 საათი; ნაღების კრემით - 36 საათი; მოხარშული კრემით - 6 საათი; ათქვეფილი ნაღებით - 7 საათი;
- დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების მომზადებაში, ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების მოვლაში;
- დაავადებათა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებელია მიმართოთ ექიმს;
- ექიმის მოსვლამდე თავი შეიკავეთ საკვებისა და ანტიბაქტერიული წამლების მიღებისგან. აუცილებელია ავადმყოფს დაალევინოთ ე.წ. ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები (რეჰიდრონი ან მისი ანალოგები) ან ანადუღარი წყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს;
- დაუშვებელია თვითმკურნალობა, არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბებას.
ზაფხულში მატულობს სხვადასხვა ცხოველების (განსაკუთრებით ძაღლების) მიერ ადამიანთა დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევები. ცხოველისგან დაზიანების შემთხვევაში აუცილებელია უახლოესი სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვა ვაქცინაციის საკითხის გადასაწყვეტად.
ბალახის ხმობის პერიოდში (ჩვეულებრივ აგვისტოში) მატულობს ცხოველების ჯილეხით დაავადების ალბათობა და შესაბამისად ადამიანთა დასენიანების საფრთხეც. ცხოველების დაკვლა უნდა მოხდეს ვეტერინარული მეთვალყურეობის ქვეშ, დაუშვებელია დაცემული ან/და ავადმყოფი ცხოველების დაკვლა-გატყავება. არ შეიძინოთ ხორცი თუ დარწმუნებული არ ხართ ხარისხის საიმედოობაში.
ლეიშმანიოზით (ლეიშმანიოზის რეზერვუარი ბუნებაში ძირითადად ავადმყოფი ძაღლებია) დასნებოვნების რისკის შემცირების მიზნით, აუცილებელია გადამტანებისაგან (ფლებოტომუსები) თავის დაცვა, განსაკუთრებით შებინდებისას.
ფლებოტომუსებისა და კოღოებისგან თავის დაცვის მიზნით სასურველია ფანჯრების აბადვა, გრძელსახელოებიანი ტანსაცმელისა და რეპელენტების (დამაფრთხობლები) გამოყენება. ანალოგიური წესები უნდა დაიცვათ ტკიპებისაგან თავის დასაცავადაც, დამატებით, ბუნებაში ყოფნისას სასურველია ატაროთ წინდებში ჩატანებული შარვალი. ტკიპებს ბევრი საშიში დაავადება გადააქვთ, მათ შორის ბორელიოზი და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, დაუშვებელია ცხოველებიდან ტკიპების მოშორება დაუცველი ხელებით.
უდაბნო, ნახევრად უდაბნო, ველურ ტერიტორიებზე ლაშქრობისას გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ ტერიტორიაზე ბინადრობს 2 სახეობის შხამიანი გველი, თუმცა ისინი აგრესიულები არ არიან და თუ სტანდარტული სირფთხილის ღონისძიებებს დაიცავთ, თავს არ დაგესხმიან. მაგრამ თუ მაინც მოხდა ადამიანის დაკბენა გიურზასა და ცხვირრქოსანი გველგესლას მიერ, გახსოვდეთ, რომ თითოეულ რაიონულ ცენტრსა და ყველა დიდ ქალქში არის გველის საწინააღმდეგო პრეპარატების მარაგი. სასწრაფოდ მოახდინეთ დაზარალებულის ევაკუაცია უახლოეს რაიონულ ცენტრამდე ადექვატური სამედიცინო დახმარების მისაღებად.
შემოდგომაზე, ბავშვებს ელოდება სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებები. სააღმზრდელო დაწესებულებებში ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებისთვის, თქვენი და სხვისი შვილების ჯანმრთელობისთვის - გადაამოწმეთ თქვენი და თქვენი შვილების აცრის კალენდარი. დარწმუნდით, რომ აცრილები ხართ წითელა-წითურა-ყბაყურას წინააღმდეგ. ვაქცინაცია უფასო და უსაფრთხოა!
ოთახში ტემპერატურის შემცირების გზები ცხელი ამინდის პირობებში
ღონისძიებები
|
კომენტარები
|
თერმომეტრის გამოყენება შიდა ტემპერატურის გასაზომად
|
გაზომეთ ოთახის ტემპერატურა 8:00-10:00 სთ დროის შუალედში, 13:00 საათზე და ღამე 22:00 საათის შემდეგ. ოთახის ტემპერატურამ არ უნდა გადააჭარბოს 320C-ს დღის განმავლობაში და 320 C-ს ღამის განმავლობაში
|
ღამის ვენტილაციის გამოყენება
|
გააღეთ ყველა ფანჯარა ღამის განმავლობაში და დილით ადრე, რათა გამოიყენოთ, ღამის ჰაერი ოთახის გასაგრილებლად,
|
ყველა ფანჯრის დახურვა დღის ცხელ პერიოდში
|
შეინარჩუნეთ სიგრილე ოთახში
|
ფანჯრების დაჩრდილვა
|
იმ ოთახებში, სადაც დილის და შუადღის მზე უდგება, ფანჯრებზე ჩამოკიდეთ დამჩრდილავი საშუალებები
|
შიდა გათბობის შემცირება
|
გამორთეთ შუქი და ელექტრო-ხელსაწყოები ოთახში (გარდა მაცივრისა)
|
სველი პირსახოცების დაკიდება
|
დაკიდეთ ოთახში სველი პირსახოცები, რომელიც გაგრილებასთან ერთად ჰაერს დაატენიანებს
|
ელექტროენერგიის დაზოგვა
|
ეფექტურად გამოიყენეთ ელექტროენერგია, მაშინაც კი როდესაც კონდიციონერს იყენებთ გაგრილებისთვის. ეს აგაცილებთ თავიდან ელექტროენერგიის გათიშვის საფრთხეს ქვეყანაში
|
ტექნიკური ზომები
|
|
გარეთა დამჩრდილავების გამოყენება
|
ფანჯრებზე გარეთა დამჩრდილავების გამოყენება კარგ ეფექტს იძლევა (შიდა დამჩრდილავებთან ერთად) სიცხის ოთახში შეღწევის შემცირების თვალსაზრისით
|
ვენტილატორის გამოყენება
|
ვენტილატორის გამოყენებას აქვს გარკვეული ეფექტი, როდესაც ტემპერატურა 35°C-ზე ნაკლებია. თუ იგი აღემტება 35°C-ს, მაშინ სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს ვერ აგვაცილებს თავიდან. ამასთან, ვენტილატორი უნდა იდგეს ოთახში ხალხისგან გარკვეული მანძილზე და არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული სხეულისკენ; ამავე დროს, აუცილებელია სითხეების მიღება
|
მობილური ამაორთქლებელი გამაგრილებლების გამოყენება
|
მისი ეფექტი იზრდება ტემპერატურასთან ერთად და მცირდება ჰაერის ტენიანობასთან ერთად
|
ტენიანობის შემცირება
|
ტენიანობის შემამცირებელი ეფექტურია მაღალი ტენიანობის შემთხვევაში და არა ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს.
|
ჰაერის ლოკალური კონდიცირება
|
კონდიციონერის გამოყენებას სასურველი ეფექტი აქვს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ იგი ძალიან ეფექტური უნდა იყოს ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით, და ყურადღება უნდა მიექცეს მისი გაწმენდის მდგომარეობას რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები
|
რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს ჯანდაცვის პროფესიონალებისა და მომვლელებისთვის:
საზოგადოების ინფორმირებისას მნიშვნელოვანია განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს პოპულაციის იმ ჯგუფებზე და, ასევე, მათ მომვლელებზე, რომლებიც სითბური დაავადებებისა და სიკვდილობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან: მაგ., ხანდაზმულები ან ადამიანები ქრონიკული დაავადებებით.
რისკის ჯგუფებისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს პრაქტიკულ რჩევებს (მაგ, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გრილ, კარგად კონდიცირებად გარემოში ყოფნა) ინფორმაციას პირველადი გადაუდებელი დახმარების შესახებ სამედიცინო, მათ შორის სასწრაფო დახმარების, სერვისების საკონტაქტო დეტალებს.
რისკ-ჯგუფები და ფაქტორები:
- მოხუცები/ხანდაზმულები - შეცვლილია თერმორეგულაციის, საშარდე სისტემის ფუნქციები და, ზოგადად, ჯანმრთელობის სტატუსი; დაქვეითებულია ფიზიკური შესაძლებლობები.
- ხანდაზმული ქალები - შეცვლილია/განსხვავებულია თერმოფიზიოლოგიური ფუნქციები.
- ახალშობილები - თერმორეგულაციის სისტემა მოუმწიფებელია, სხეულის წონა დაბალია, ხოლო სისხლის მოცულობა ნაკლები, დიარეის შემთხვევაში იზრდება დეჰიდრატაციის რისკი. დამოკიდებულები არიან მომვლელებზე.
- ჯანმრთელობის მწვავე მდგომარეობები - მდგომარეობები, როგორიცაა თირკმლების მწვავე უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, პნევმონია, ასუსტებს თერმორეგულაციის სისტემის შესაბამის/ადეკვატურ მოქმედებას.
- ჯანმრთელობის ქრონიკული მდგომარეობები - აქვეითებს თერმორეგულაციის სისტემის ფუნქციონირებას, ზრდის დაავადებების გამწვავების რისკს. ამცირებს ინდივიდის შესაძლებლობებს შესაბამისად იზრუნოს საკუთარ თავზე.
- შეზღუდული შესაძლებლობები/საწოლს მიჯაჭვული მდგომარეობები - მომვლელზე დამოკიდებულება, ჯანმრთელობის ცუდი სტატუსი.
- ჰოსპიტალიზირებულები - ჯანმრთელობის ცუდი სტატუსი, ჰაერის ცუდი კონდიცირება.
სხვა რისკ-ფაქტორები:
- დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსი (დაბალი შემოსავალი, სიღარიბე); განათლების დაბალი დონე - ქრონიკული დაავადებების გავრცელების მაღალი მაჩვენებელი, ცხოვრების არადამაკმაყოფილებელი პირობები.
- უსახლკაროები - თავშესაფრის არარსებობა, თანმხლები ქრონიკული დაავადებები (ფიზიკური, ფსიქიკური).
- სოციალური იზოლაცია - სამედიცინო და მედიკამენტური დახმარების მიწოდების შეფერხება.
- ჰაერის კონდიცირების სისტემის არარსებობა/ნაკლებობა - გარემოს მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედება ხელს უშლის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მექანიზმების აღდგენას.
გარემო ფაქტორები:
- ჰაერის დაბინძურება - მაღალი ტემპერატურისა და დაბინძურებული ჰაერის კომბინირებული ზეგავლენა.
- ცუდი საცხოვრებელი პირობები - ბოლო/ზედა სართულზე ცხოვრება, ან ბევრი მობინადრე ცუდად ვენტილირებად პირობებში.
- ურბანული არე - ქალაქებში გარემოს ტემპერატურა გარეუბნებთან შედარებით მაღალია.
- ხშირად, რისკ ფაქტორების დაჯგუფება ხდება განსაკუთრებით მაღალ რისკებად. მაგ, მდედრობითი სქესი და ხანდაზმულობა ქრონიკული დაავადებით, რასაც ერთვის სოციალურად იზოლირებული მდგომარეობა და ზედა/ბოლო სართულზე ცხოვრება. მაღალი რისკი მქონე ინდივიდები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. მოსახლეობის დაუცველი ჯგუფებისადმი აქტიური და სპეციფიური მიდგომებია საჭირო, როგორიცაა ვიზიტები და სატელეფონო ზარები. საინფორმაციო ფურცლები და ბროშურები მსგავს სიტუაციებში ნაკლებად ეფექტურია.
- სხვა პოპულაციური ჯგუფები, რომლებიც ასევე სპეციფიურ ინფორმირებას საჭიროებენ, არიან სპორტსმენები, ტურისტები და ახალშობილთა მშობლები.
- ჯანმრთელობის მდგომარეობები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ გარემოს მაღალი ტემპერატურის არსებობის შემთხვევაში
ქვემოთ მოყვანილია მხოლოდ ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები, თუმცა ინფექციური დაავადებები, ცხელებები, გასტროენტერალური დაავადებები, კანის ინფექციები აგრთვე წარმოადგენენ რისკ-ფაქტორებს გარემოს მაღალ ტემპერატურასთან ასოცირებული სიკვდილიანობისათვის.
დაავადება/ჯანრთელობის
მდგომარეობა
|
გართულების განვითარების მექანიზმი
|
სამეცნიერო
მტკიცებულება
|
დიაბეტი და ენდოკრინული სისტემის სხვა დაავადებები
|
დიაბეტი ტიპი 1 და 2-ის არსებობის შემთხვევაში ხდება სითბოს განაწილების და აორთქლების მექანიზმების დარღვევა, აგრეთვე დაქვეითებულია ორგანიზმის მიერ ოფლის გამოყოფის უნარი
|
Bouchama et al., 2007 Kovats & Hajat, 2008 Kenny et al., 2010
Schifano et al., 2009
|
დემენცია და ალცჰაიმერის დაავადება
|
ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს შესაძლოა დაქვეითებული ჰქონდეთ სიცხესთან დაკავშირებული რისკების აღქმის უნარი, ისინი განსაკუთრებით არიან დამოკიდებულნი დამხმარე პირებზე. გარდა ამისა, ამ ადამიანების მიერ გარკვეული პრეპარატების ჯგუფების გამოყენება ხელს უშლის ორგანიზმის თერმორეგულაციის პროცესს
|
Belmin et al., 2007
Faunt et al., 1995
|
ალკოჰოლის, ნარკოტიკული და სხვა არალეგალური სამკურნალო საშუალებების გამოყენების შედეგად განვითარებული ჯანმრთელობის გართულებები
|
ამ ნივთიერებების გამოყენების შედეგად ხდება ორგანიზმის ფიზიოლოგიური პასუხის ცვლილება სიცხის ზემოქმედებაზე, აგრეთვე მნიშვნელოვანია ქცევის ცვლილებები, რომელსაც ეს ნივთიერებები იწვევენ
|
Kovats & Hajat, 2008
|
ფსიქიური აშლილობები
|
დამხმარე პირებზე დამოკიდებულების მაღალი დონე და სპეციფიური პრეპარატების გამოყენება ხელს უშლის ორგანიზმის ბუნებრივი თერმორეგულაციის პროცესს
|
Bouchama et al., 2007
Kovats & Hajat, 2008
|
ნევროლოგიური დაავადებები.
(მაგ. პარკინსონის დაავადება და სხვა)
|
პოტენციურად დაქვეითებული ცნობიერება და დამოუკიდებლათ გადაადგილების უნარის არქონა, დამხმარე პირებზე დამოკიდებულების მაღალი დონე და სპეციფიური პრეპარატების გამოყენება ხელს უშლის ორგანიზმის ბუნებრივ თერმორეგულაციის პროცესს
|
Kovats & Hajat, 2008
|
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (ჰიპერტენზია, გული კორონარული დაავადება და სხვ.)
|
დაქვეითებული თერმორეგულაციის უნარისა და დეჰიდრატაციით გამოწვეულმა თირკმლების ფუნქციის მოშლამ შესაძლებელია გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევები ან უკვე არსებული გულ–სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავება. ჰიპერტენზიის მქონე პაციენტების შემთხვევაში, ამ ფაქტორების ზემოქმედების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს ცერებრალური იშემია
|
Carberry, Shepherd & Johnson, 1992
Keatinge et al., 1986
Kenny et al., 2010
|
სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები
|
მაღალი ტემპერატურისა და დაბინძურებული ჰაერის ერთობლივმა ზემოქმედებამ შესაძლებელია გამოიწვიოს უკვე არსებული სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების გართულება (მაგ. ასთმა და ქრონიკული ბრონქიტი); აგრეთვე, გაძნელებულია ზედმეტი სითბოს დისპერსია ფილტვების მეშვეობით
|
Ren et al., 2008
Sprung, 1980
Stafoggia et al., 2008
Schifano et al., 2009
|
თირკმლის უკმარისობა და თირკმლის კენჭოვანი დაავადება
|
ორგანიზმში ელექტროლიტებისა და წყლის თანაფარდობის დარღვევის შედეგათ გამოწვეული თირკმლების ფუნქციის მოშლამ თავისმხრივ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერთერმია და დეჰიდრატაცია, განსაკუთრებით მოხუცებულებში
|
Flynn, McGreevy & Mulkerrin, 2005
|
სიმსუქნე და ჭარბწონიანობა
|
სხეულის მასისა და ზედაპირს შორის თანაფარდობის დარვევის შედეგად ხდება გაცემული სითბოს მოცულობის შემცირება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ორგანიზმის თერმორეგულაციას
|
Herman et al. 2007, Kenny et al., 2010
|
იმ ადამინებისათვის, რომლებსაც აქვთ ზემოთაღნიშნული დაავადებები და მათი მომვლელებისათვის რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაცია ზაფხულის დაწყებამდე.
მედიკამენტების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს
მედიკამეტების გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს ორგანიზმის ბუნებრივი თერმორეგულაციის მექანიზმის დარღვევა, რაც, თავის მხრივ, შეიძლება გახდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი.
მედიკამეტების ჯგუფი
|
ზემოქმედების მექანიზმი
|
ანტიქოლინერგული პრეპარატები
|
აქვეითებს ორგანიზმის თერმორეგულაციის უნარს და ხელს უშლის ან ამცირებს ოფლის გამოყოფას
|
ანტიფსიქოზური პრეპარატები
|
აქვეითებს ოფლის გამოყოფას, ორგანიზმის თერმორეგულაციის უნარს, სისტოლურ წნევას და ვაზოდილატაციას
|
ანტიჰისტამინური პრეპარატები
|
აქვეითებს ოფლის გამოყოფას და სისტოლურ წნევას
|
პარკინსონის სამკურნალო პრეპარატები
|
აქვეითებს ოფლის გამოყოფას და სისტოლურ წნევას. შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სივრცეში ორიენტაციის უნარის დაქვეითება
|
ანტიდეპრესანტები
|
ამცირებს ოფლის გამოყოფას. ამ ჯგუფის ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია დააქვეითოს ორგანიზმის თერმორეგულაციის და სივცეში ორიენტაციის უნარი
|
ანქსიოლიზური პრეპარატები
|
აქვეითებს ოფლის გამოყოფას. ამ ჯგუფის ზოგიერთ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გულის რიტმის შემცირება, რაც ხელს უშლის ორგანიზმიდან ზედმეტი სითბოს გაცემას ვაზოდილატაციის მეშვეობით
|
ბეტა–ბლოკერები და ანტიადრენერგული პრეპარატები
|
აფერხებს ზედაპირული სისხლძარღვების დილატაციას, რაც ამცირებს ორგანიზმის მიერ სითბოს გაცემის უნარს
|
სიმპათომიმეტური პრეპარატები
|
მოწყვლადი პაციენტების ჯგუფში ზრდის ჰიპოტენზიის განვითარების ალბათობას
|
ანტიჰიპერტენზიული და დიურეზული მოქმედების პრეპარატები
|
შესაძლებელია გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და სისხლის წნევის დაქვეითება
|
ეპილეფსიის სამკურნალოდ მოწოდებული პრეპარატები
|
შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სივრცეში ორიენტაციის უნარის დაქვეითება
|
სამედიცინო პერსონალისთვის:
· მიეცით მოსახლეობას რჩევა, ცხელი ამინდის განმავლობაში და სითბური ტალღების დროს მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე
· „სვით მეტი სითხე“, ნიშნავს მიიღოთ სითხის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა კომპენსაციისთვის დეფიციტის დროს (ამ დროს, ორგანიზმიდან სითხე ძირითადად გამოიყოფა შარდის და ოფლის სახით)
· ცხელი ამინდის განმავლობაში ადამიანმა უნდა მიიღოს სითხე იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ სწყურია. ეს განსაკუთრებით ეხებათ მოხუცებს, რომელთაც დაქვეითებული აქვთ წყურვილის შეგრძნება.
· სითხის გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპონატრიემია, გულ-სისხლძარღვთა გართულებები, ინსულტი და გარდაცვალებაც კი. გარდა ამისა, ნატრიუმის ქლორიდი და სხვა ხსნადი ნივთიერებების შემცველი სასმელები (20-50 მმოლ/ლ სასმელი) ამცირებს შარდის გამოყოფას და ხელს უწყობს ორგანიზმს სითხის ბალანსის აღდგენაში.
· თითოეული ხანდაზმული პირი ან პაციენტი საჭიროებს ინდივიდუალურ რჩევას სითხის მიღებასთან დაკავშირებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ცალკეული პირის დიფერენციაცია შეიძლება შემდეგნაირად:
· ჯანმრთელი ხანდაზმული ადამიანი;
· სოციალურად დაუცველი ადამიანი, რომლის რისკები გაზრდილია სითბური სტრესისთვის, რაც გამოიხატება ჰემოკონცენტრაციაში (იზრდება სისხლის სიბლანტე, წითელი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობა), ასევე შესაძლებელია განვითარდეს კორონარული არტერიების თრომბოზი, თავის ტვინის იშემია და თირკმლის უკმარისობა.
· პაციენტი, რომელსაც ანამნეზში აქვს ინსულტი, ჰიპერტენზია, დიაბეტი, კორონარული მოვლენები, თირკმლის უკმარისობა ან დემენცია.
ინფორმაცია ზოგადი პროფილის ექიმებისთვის
· პრევენციული მიდგომის განვითარება
· გადაჭარბებული სიცხის ზემოქმედების დროს თერმორეგულაციის და ჰემოდინამიკის ცვლილებების საპასუხო რეაგირება
- სიცხით გამოწვეული დაავადებების კლინიკური გამოვლინებების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- მზის დარტყმის ადრეული ნიშნების ცნობა, რომელიც საჭიროებს სამედიცინო დახმარებას
- გამაგრილებელი ზომების მიღება და რეანიმაციული ღონისძიებები (ადრეული ნიშნების გამოვლენის და საავადმყოფოს გარეთ მკურნალობის შემთხვევაში)
- რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების იდენტიფიცირება და მოსახლეობის წამახალისებელი განათლება, სიცხით გამოწვეული დაავადებების და მათი პრევენციის შესახებ (განსაკუთრებით მოხუცთა მომვლელებისა და ახალშობილი ბავშვების მშობელთათვის
- ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტთა წინასაზაფხულო სამედიცინო შეფასება და სათანადო რჩევების მიცემა ყოველდღიური ზრუნვისთვის (სიცხისთვის თავის არიდება, სითხისა და მედიკამენტების მიღება
- ცხელი ამინდის და სითბური ტალღების დროს საჭიროა დანიშნული მედიკამენტების დოზის გათვალისწინება, რადგან დადგენილია მათი პოტენციური გვერდითი ეფექტები
- გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული ინდივიდუალურ დონეზე, რადგან ამჟამად არ არის რაიმე სტანდარტი ან რეკომენდაცია მაღალი ტემპერატურის პირობებში მედიკამენტების შეცვლასთან დაკავშირებით
- მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება შეამციროს მედიკამენტების ეფექტურობა, წამლების უმეტესობა ინახება 250C ტემპერატურაზე, ხოლო სამარაგო წამლები ინახება და ტრანსპორტირდება შესაბამის, მედიკამენტის დანართში მითითებულ ტემპერატურაზე
- აუცილებელია მონიტორინგი მედიკამენტოზურ თერაპიასა და სითხის მიღებაზე, განსაკუთრებით მოხუცებში და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში
პაციენტის განათლება, კონსულტირება და ინფორმირება:
· მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება სხვადასხვა საინფორმაციო არხების გამოყენებით
· მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ქცევის მართვა, მედიკამენტების და სითხის მიღება კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით
· აუცილებელია მოსახლეობისათვის ინფორმირება სასწრაფო დახმარების, სოციალური და სამედიცინო მომსახურების საკონტაქტო მონაცემების შესახებ
ინფორმაცია ზრუნვის სახლების მენეჯერებისთვის:
· აუცილებელია დაწესებულებაში გრილი გარემოს შენარჩუნება და პაციენტთა და ამ დაწესებულებაში მცხოვრებნი დაცვა სიცხისგან
· აკონტროლეთ შენობის შიდა ტემპერატურა, უზრუნველყავით სულ მცირე ერთი გრილი ოთახი, (მაგალითად, ოთახი, სადაც არის კონდინციონერია და ტემპერატურა 250C-ზე დაბალია); შეიყვანეთ დაწესებულებაში მცხოვრებნი ამ ოთახში, დღეში რამდენიმე საათით მაინც
· სთხოვეთ ზოგადი პროფილის ექიმს, გასინჯოს აქ მცხოვრები, რისკის ქვეშ მყოფი ადამიანები, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები
· დააწესეთ მონიტორინგი დაწესებულებაში მცხოვრებთათვის სითხის მიღებაზე; შესთავაზეთ უალკოჰოლო, უშაქრო სასმელები
· აკონტროლეთ მათი სხეული ტემპერატურა, პულსის სიხშირე, სისხლის წნევა და ჰიდრატაცია
· თვალი ადევნეთ ადრეული ნიშნების გამოვლენას, რომელიც მიუთითებს სიცხესთან დაკავშირებულ დაავადებებზე და, საჭიროების შემთხვევაში, დაიწყეთ შესაბამისი მკურნალობა
· მიაწოდეთ ინფორმაცია, გადაამზადეთ სამედიცინო პერსონალი და საჭიროების შემთხვევაში, გაზარდეთ მათი რიცხვი
სამედიცინო პერსონალისთვის: სიცხისგან გამოწვეული მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა და მათი მართვა
მდგომარეობა
|
ნიშნები და სიმპტომები
|
მართვა
|
გამონაყარი სიცხის გამო
|
მცირე წითელი ფერის გამონაყარი (იწვევს ქავილს) ჩნდება სახეზე, კისერსა და გულმკერდის ზედა მიდამოში, აგრეთვე საზარდულის არეში. შეიძლება აღინიშნოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ უმეტესწილად დამახასიათებელია ადრეული ბავშვობაში. შესაძლოა დაერთოს სტაფილოკოკური ინფექციაც. დაკავშირებულია მაღალი ტემპერატურით გამოწვეულ ოფლიანობასა და ნოტიო ჰავასთან.
|
გამონაყარი არ ექვემდებარება რაიმე სპეციფიკურ მკურნალობას. ოფლიანობის შემცირება, კონდიცირებადი ჰაერის გარემოში დარჩენა, შხაპის ხშირი მიღება და ღია ფერის ტანისამოსის ტარება საუკეთესო საშუალებაა. ანტიჰისტამინური და ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება ამცირებს დისკომფორტს და მეორადი ინფექციის წარმოშობის რისკს.
|
სიცხისგან გამოწვეული ედემა (შეშუპება)
|
შეშუპება ვითარდება ქვედა კიდურებში (ჩვეულებრივ მუხლებში), რომელიც ჩნდება სიცხის სეზონის დაწყებისთანავე. ეს დაკავშირებულია სიცხით გამოწვეული ვაზოდილატაციით (სისხლძარღვების გაფართოებით) და წყლის და მარილის შეკავებით.
|
მკურნალობა არ არის საჭირო. ექვემდებარება აკლიმატიზაციას. დიურეტიკების გამოყენება არ არის რეკომენდებული.
|
სიცხისგან გამოწვეული სინკოპე
|
ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა. რომელიც ხშირია კარდიოვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში, ან დიურეტიკების (შარდმდენების) მიღებისას.დაკავშირებულია დეჰიდრატაციასთან (სითხის დიდი რაოდენობით დაკარგვა), პერიფერიულ ვაზოდილატაციასა და ვენური სისხლის მოძრაობის გაძნელებასთან.
|
უნდა მოვათავსოთ გრილ ადგილას, დავაწვინოთ ზურგზე და ვენური სისხლის მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით ფეხები ავუწიოთ ზევით. აუცილებელია სხვა მიზეზების მართვაც
|
სიცხისგან გამოწვეული კრუნჩხვები (მოძრაობის შეზღუდვები)
|
აღინიშნება კუნთების მტკივნეული სპაზმები, განსაკუთრებით, ფეხებში, ხელებსა და/ან მუცლის მიდამოში. ჩვეულებრივ, ეს ხდება ვარჯიშის დასრულების დროს. დაკავშირებულია მაღალი ტემპერატურის პირობებში ორგანიზმის მიერ სითხის (და მასთან ერთად ელექტროლიტების) დიდი რაოდენობით კარგვასთან და კუნთების გადაღლასთან.
|
რეკომენდებულია დაუყოვნებლივ გადაყვანა გრილ ადგილას და კუნთებზე მსუბუქი მასაჟების გაკეთება (გაჭიმვები). აგრეთვე პერორალური რეჰიდრატაცია ელექტროლიტების შემცველი ხსნარებით. სამედიცინო ჩარევები საჭირო ხდება თუ კრუნჩხვები მიიღებს სტაბილურ ხასიათს და დრო გადააჭარბებს ერთ საათს.
|
სიცხისგან გამოწვეული გამოფიტვა.
|
სიმპტომები: ინტენსიური წყურვილი, სისუსტე, მოუსვენრობის მდგომარეობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი. ტემპერატურა შეიძლება იყოს ნორმალური, სუბნორმალური ან მცირედ მომატებული (<400C). შეიძლება აღინიშნოს ძაფისებური პულსი, დაბალი წნევა (პოსტურალური ჰიპოტენზია) და გაძნელებული (გაიშვიათებული სუნთქვა). გონებრივი ცვლილებები არ შეინიშნება. ყოველივე ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს წყლის და/ან ელექტროლიტების კარგვასთან ან მაღალი ინტენსივობის ფიზიკურ დატვირთვასთან (ვარჯიშთან) გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში.
|
პაციენტი უნდა გადავიყვანოთ გრილ ოთახში (ან სადაც კონდიციონერია). გავხადოთ ტანსაცმელი და გაგრილებისთვის გამოვიყენოთ ცივი სველი ზეწარი ან ცივი წყლის შხაპი, ზურგზე დავაწვინოთ და ფეხები ავუწიოთ ზევით ვენური სისხლის მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით და დავიწყოთ პრორალური ჰიდრატაცია. თუ პაციენტს აღენიშნება ღებინება მაშინ სითხის აღსადგენად გამოიყენება ინტრავენური მეთოდი. იმ შემთხვევაში თუ აღინიშნება ჰიპერთერმია (>390C), სტაბილურად დაბალი წნევა და გონების დაბინდვა, პაციენტი გადაყვანილი უნდა იქნას სტაციონარში.
|
სამედიცინო პერსონალისთვის:
„სითბოს დაკვრით“ მიღებული სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის მართვა.
მდგომარეობა
|
ჩარევა
|
მიზანი
|
სტაციონარის გარეთ
|
სიცხესთან ექსპოზიცია (სითბური ტალღა, ზაფხულის სეზონი, „დაძაბული“ ვარჯიში)
მენტალური სტატუსის ცვლილება (მოუსვენრობის მდგომარეობა, ბოდვები, კომა)
|
ტემპერატურის გაზომვა. თუ >40°C გრილ ადგილას გადაყვანა, ტანსაცმლის მოშორება, ცივი პაკეტების დადება კისერზე; სიგრილის შენარჩუნება; ფანჯრების ღიად დატოვება სანამ ხდება პაციენტის გაგრილება 25-30°C წყლის შხაპის გამოყენებით. ჟანგბადის დანიშვნა 4 ლ/წთ. იზოტონური კრისტალოიდების მიცემა და პაციენტის გადაყვანა გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში.
|
დიაგნოზის დასმა. ტემპერატურის დაწევა <39.4°C; სიგრილის შენარჩუნება. ასპირაციის რისკის მინიმუმამდე დაყვანა; ჟანგბადით არტერიალური გაჯერება >90%.
|
სტაციონარში
|
ჰიპოთერმია
|
დიაგნოზის დაზუსტება. კანის და რექტალური ტემპერატურის მონიტორინგი; გაგრილების გაგრძელება.
|
კანის ტემპერატურის შენარჩუნება >30°C; გაგრილების შეწყვეტა, როდესაც რექტალური ტემპერატურა იქნება <39.4 °C.
|
რესპირატორული დარღვევები
|
ინტუბაცია
|
აერის გამტარობის შენარჩუნება და ოქსიგენიზაციის გაზრდა (ჯანგბადით არტერიალური გაჯერება > 90%)
|
ჰიპოტენზია
|
ვაზოსუპრესორების გამოყენება და ცენტრალური ვენური წნევის მონიტორინგი.
|
წნევის მაჩვენებლების გაზრდა >60 მმ.ვწყ.სვ.
|
რაბდომიოლიზი
|
ფუროსემიდის და მანიტოლის ინტრავენური გამოყენება, ან ნატრიუმის ბიკარბონატის ინტრავენური გამოყენება. შრატში კალიუმის და კალციუმის რაოდენობის მონიტორინგი (ჰიპერკალიემიის პრევენცია)
|
მიოგლობინით გამოწვეული თირკმლის დაზიანების პრევენცია. დიურეზის ხელშეწყობა და შარდის ალკალინიზაციის უზრუნველყოფა.
|
გაგრილების შემდგომ
|
-
|
კარდიალური არითმიის პრევენცია
|
ორგანოთა მრავლობითი სისტემების დისფუნქცია
|
არასპეციფიკური თერაპიის გამოყენება
|
ორგანოების ფუნქციონირების აღდგენა
|
|
|
|
|
|
|
|
ტყის ხანძრები - რეკომენდაციები მოსახლეობას
ბიოსაწვავის (ტყის მასივების) არასრული წვის შედეგად ხდება ჰაერის დაბინძურება მყარი ნაწილაკებით, ნახშირის მონიქსიდით, აზოტის ოქსიდით, გოგირდის დიოქსიდითა და ორგანული მინარევებით.
ზემოქმედების ტიპი
|
შესაძლო პრობლემები
|
მწვავე ეფექტები
|
· დამწვრობა
· ფილტვის ფუნქციის გაუარესება (დისტრეს სინდრომი)
· ასთმის და სხვა რესპირატორული დაავადებების გამწვავება
· ასთმა და სხვა მწვავე რესპირატორული პრობლემები ბავშვებში
· გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავება
|
ქრონიკული ეფექტები
|
· ასთმისა და სხვა რესპირატორული დაავადებების შეტევების გახშირება
· ასთმისა და სხვა რესპირატორული დაავადებების ახალი შემთხვევები
· სიცოცხლის ხარისხის დაქვეითება და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება
|
სხვა შესაძლო რისკები
|
· ავტოსატრანსპორტო, საზღვაო და ავიოკატასტროფები (ცუდი ხილვადობის გამო)
· სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა ავადობის/სიკვდილობის რისკი
· ბარიერები რუტინული ჯანდაცვითი სერვისების ხელმისაწვდომობის მხრივ
|
მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები:
- პირები ჯანმრთელობის უკვე არსებული, ქრონიკული პრობლემებით (ასთმა და სხვა რესპირატორული დაავდებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები)
- ხანდაზმული ადამიანები, ბავშვები და ორსული ქალები
- მწეველები
- მეხანძრეები, მაშველები
მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში იმოქმედეთ ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ორგანოების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინებით:
- ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების ეპიზოდების დროს დარჩით შენობაში, განსაკუთრებით ბავშვები და ხანშიშესულები;
- ეცადეთ ბინაში შეინარჩუნოთ შედარებით დაბალი ტემპერატურა, არ გააღოთ ფანჯრები;
- კონდენციონერი იცავს ინდივიდს სიცხისა და დაბინძურებული ჰაერისაგან, მაგრამ გასათვალისწინებელია შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:
o თუ კონდიციონერს აქვს, როგორც „გარე“, ისე „რეცირკულაციის“ მოწყობილობა, ხანძრის შემთხვევაში ჩართეთ მხოლოდ რეცირკულაციის რეჟიმი
o შესაძლებლობისამებრ შეუცვალეთ კონდენციონერს ფილტრი და დაუყენეთ მაღალი ეფექტურობის ფილტრი
o ხანძრის შემთხვევაში გამორთეთ კონდიციონერის სუფთა ჰაერის სავენტილაციო სისტემა
- უზრუნველყავით ჰაერის დამაბინძურებელი ყველა სხვა წყაროს ლიკვიდაცია; კერძოდ, სიგარეტის გამონაბოლქვი, პროპანის გაზის ან შეშის ღუმელის გამოყენება, აეროზოლების მიმოფრქვევა, საკვების შეწვა
- განსაკუთრებით მოწყვლადმა (რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე პაციენტები) ადამიანებმა უნდა გამოიყენონ რესპირატორი
- გარეთ გასვლისას ხანძრით დაბინძურებული ჰაერისგან თავის დასაცავად გამოიყენეთ ნიღაბი
- გაითვალისწინეთ, რომ ნიღაბი უნდა ფილტრავდეს ძალიან მცირე ნაწილაკებს და ჰერმეტულად იცავდეს ცხვირისა და პირის ღრუს.
- ქრონიკული რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე პირები დაბინძურებული ჰაერის მიმართ მეტად მგრძნობიარენი არიან და ესაჭიროებათ დაცვის სხვა მექანზმებიც და სამედიცინო მომსახურეობისადმი ხელმისაწვდომობის მაღალი დონე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია
- ეცადეთ გადახვიდეთ კარგი ვენტილაციის მქონე გაგრილებულ ადგილას.
კლიმატის ცვლილება და COVID-19
COVID-19-ის გავრცელებაზე გავლენას ახდენს ამინდი და კლიმატი?
არა, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ან ამინდი ან კლიმატი გავლენას ახდენს COVID-19-ის გადაცემაზე.
SARS-CoV-2 ვირუსი, რომელიც იწვევს COVID-19-ს, გავრცელდა მსოფლიოს ყველა რეგიონში, ცივ და მშრალ, ცხელ და ნოტიო კლიმატში. იგი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა მჭიდრო კონტაქტისას ან რესპირატორული წვეთების საშუალებით, რომლებიც წარმოიქმნებიან ინფიცირებული პირის საუბრის, დახველების, სიმღერის ან ცემინების დროს. ადამიანი, ასევე, შეიძლება დაინფიცირდეს ზედაპირის შეხებისას, მაგრამ ეს არ ითვლება გადაცემის მთავარ გზად.
SARS-CoV-2 ვირუსის გადაცემის ჯაჭვის შესანელებლად და გასაწყვეტად უმნიშვნელოვანესი და ყველაზე ეფექტურია პირდაპირი პრევენციის საშუალება - COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაცია, და ისეთი არაპირდაპირი პრევენციის მეთოდების გამოყენება, როგორიცაა ნიღაბის გამოყენება, ფიზიკური დისტანცია და ხელების ხშირი დაბანა ნებისმიერ ადგილას და წლის ნებისმიერ დროს.
COVID 19-ის გავრცელების შემცირების მიზნით გატარებულმა ზომებმა შეამცირა ჰაერის დაბინძურება და თბური ტალღების ემისიების შემცირება?
ჰაერის დაბინძურება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის; მას ყოველწლიურად უკავშირდება დაახლოებით 7 მილიონი ადამიანის სიკვდილი; ჰაერის დაბინძურებით განპირობებულია ინსულტის, ფილტვის კიბოს და გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მესამედი. მსოფლიო მოსახლეობის 90%-ზე მეტი ცხოვრობს ისეთ ადგილებში, სადაც გარე ჰაერის ხარისხის დონე არ აკმაყოფილებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ექსპოზიციის დაახლოებით ორი მესამედი გამოწვეულია წიაღისეული საწვავის წვის შედეგად, რაც ასევე განაპირობებს კლიმატის ცვლილებას.
COVID-19 გადაცემის კონტროლის მიზნით განხორციელებულმა ღონისძიებებმა შეამცირა ეკონომიკური საქმიანობა და ზოგიერთ რეგიონში გამოიწვია ჰაერის ხარისხის დროებითი გაუმჯობესება. ამის საპირისპიროდ, ვინაიდან ნახშიროჟანგი და სხვა აირები, რომლებიც კლიმატის ცვლილებას იწვევს, დიდი ხნის განმავლობაში რჩება ატმოსფეროში, ემისიების დროებით შემცირებას შეზღუდული გავლენა აქვს ატმოსფეროში მათ კონცენტრაციაზე. ნახშირბადის დიოქსიდის დონე 2020 წლის პირველ თვეებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2019 წელს.
COVID-19-ის საპასუხო ღონისძიებების შედეგად გარემოს გაუმჯობესება, შემზღუდველი ღონისძიებების დასრულების შემდეგ, შეიძლება შეიცვალოს დამაბინძურებელი ეკონომიკური საქმიანობის სწრაფი გაფართოებით, თუკი არ იქნება ყურადღება გამახვილებული სამართლიანობაზე, გარემოს ჯანმრთელობაზე და მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე.
COVID-19-ზე რეაგირების დროს ნებისმიერი მოკლევადიანი გარემოსდაცვითი სარგებელი მიიღწევა ადამიანური და ეკონომიკური ქმედებების შეზღუდვის ფასად და არ წარმოადგენს ჰაერის ხარისხისა და კლიმატური ცვლილებების გაუმჯობესებისკენ მიმართულ მდგრად ქმედებებს.
რა შეიძლება გვასწავლოს COVID-19-ის გლობალურმა პასუხმა კლიმატის ცვლილებებზე რეაგირების შესახებ?
COVID-19 პანდემია არის საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა, რომელმაც შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე და მნიშვნელოვნად იმოქმედა საზოგადოებაზე. კლიმატის ცვლილება თანდათანობით მზარდი სტრესია, რომელიც XXI საუკუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხედ არის მიჩნეული.
- საყოველთაო ჯანდაცვის (UHC) უზრუნველყოფა კარგად აღჭურვილი, სამართლიანი ჯანმრთელობის სისტემებით, რათა მოხდეს საზოგადოების დაცვა როგორც ჯანმრთელობის მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი საფრთხეებისგან.
- გარანტირებული გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოება მოითხოვს საფრთხის შემცველი მიდგომების მიმართ მზადყოფნას, ინფექციური დაავადებების გამოვლენიდან ამინდის ექსტრემალურ მოვლენებამდე და კლიმატის ცვლილებებამდე.
- ჯანმრთელობის გარემოსდაცვით დეტერმინანტებზე ხელმისაწვდომობა, როგორიცაა სუფთა ჰაერი, წყალი და სანიტარია, უსაფრთხო საკვები, აუცილებელია ჯანმრთელობის ყველა რისკისგან დასაცავად. ჯანმო-ს შეფასებით, თავიდან აცილებადი გარემოსდაცვითი რისკებით განპირობებულია ჯანმრთელობის გლობალური ტვირთის დაახლოებით მეოთხედი.
- ადრეული მოქმედება გადაარჩენს სიცოცხლეს. საფრთხეების აშკარად არსებობის შემთხვევაში, რეაგირების შეფერხება, იქნება ეს პანდემიის თუ კლიმატის ცვლილების დროს, ზრდის ადამიანების და სოციალურ-ეკონომიკურ ხარჯებს.
- ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მთავარი ბარიერი უთანასწორობაა, განსაკუთრებით ყველაზე მოწყვლად საზოგადოებაში. სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა ვლინდება ჯანმრთელობის არათანაბარი რისკებით.
ჯანმრთელობის დაცვა ცხელი ამინდისგან COVID-19 პანდემიის პირობებში
COVID-19 აძლიერებს ჯანმრთელობის იმ რისკებს, რომლებიც მაღალ ტემპერატურას უკავშირდება, რაც ინდივიდებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. მთელს მსოფლიოში ქვეყნები უპრეცედენტოდ რთული რისკების წინაშე დგანან, რადგან პანდემიის ზემოქმედებას ჯანმრთელობასა და სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაზე უკვე ამძაფრებს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების რისკი.
ხელისუფლება და საზოგადოება, COVID-19-ის მართვის პარალელურად, უნდა მოემზადონ ცხელი ამინდისა და თბური ტალღებისათვის ექსტრემალურ სითბოს დაფიქსირებამდე.
მთავრობა, COVID-19-ის მართვის გარდა, სასწრაფოდ უნდა მოემზადოს ცხელი ამინდისა და თბური ტალღებისათვის. აუცილებელია მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული ავადობისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად მიმართული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ქმედებების გარკვეულ მოდიფიცირება, რათა მათ მოახდინონ COVID-19-ის გადაცემის პრევენცია.
ცხელი ამინდთან დაკავშირებული გაძლიერებული რისკები და COVID-19
COVID-19 აძლიერებს ცხელი ამინდისგან გამოწვეულ რისკს. მრავალი მოწყვლადი ჯგუფი მგრძნობიარეა COVID-19 და მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების მიმართ, მათ შორის ხანდაზმულები, გარკვეული სამედიცინო საჭიროებების მქონე ადამიანები, ჯანდაცვის სერვისებზე ნაკლებად ხელმისაწვდომობის მქონე პირები და ადამიანები, ვინც ხალხმრავალი ან უხარისხო საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობენ. თვითიზოლაცია ამ ტიპის ადამიანებში ზრდის სიცხესთან დაკავშირებულ დაავადებებისა და სიკვდილიანობის რისკს, რადგან მათთვის განსაკუთრებით რთულია ადაპტირება და, შესაბამისად, პრევენციული ზომების აცვა და რკომენდაციების აღსრულება.
მოსახლეობა, რომელიც მოწყვლადია როგორც სითბური სტრესის, ასევე COVID-19-ის მიმართ
- ხანდაზმული ადამიანები (> 65 წლის; განსაკუთრებით >85 წლის).
- ადამიანები გარკვეული დაავადებებით:
o გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
o ფილტვის ქრონიკული დაავადებები
o თირკმლის დაავადებები
o დიაბეტი / სიმსუქნე
o ფსიქიკური დაავადებები
- მუშები, რომლებიც დღის განმავლობაში, ყველაზე ცხელ პერიოდში მუშაობენ გარეთ, ან მუშაობენ ისეთ ადგილებში, სადაც ტემპერატურა არ არის კონტროლირებული.
- სამედიცინო მუშაკები, რომელთაც აცვიათ პირადი დამცავი მოწყობილობები
- ორსული ქალები
- ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, განსაკუთრებით სათანადო გაგრილებისა და ვენტილაციის გარეშე
- ადამიანები, რომლებიც არიან მარგინალიზებულები და იზოლირებულები (უსახლკაროები, ენის ბარიერების მქონე მიგრანტები, მარტო მცხოვრები მოხუცები) და დაბალი შემოსავლის ან არასაკმარისი საცხოვრებელი პირობების მქონე პირები, მათ შორის არაფორმალური დასახლებები.
- მკურნალობის გარკვეული რეჟიმების ქვეშ მყოფი პირები: ზოგიერთი მედიკამენტი აზიანებს თერმორეგულაციას. COVID-19-ზე მკურნალობის გავლენა ჯერ უცნობია, შესაფასებლად უნდა განხორციელდეს მონიტორინგი