USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
თბილისი
დააკავებულია"მეექვსე საავტორო სკოლის" ბუღალტერი, რომელმაც სკოლის ანგარიშიდან 2,1 მლნ ლარი გადაირიცხა და ნაწილი აზარტულ თამაშებში წააგო
თარიღი:  591

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ ბუღალტერმა, რომელსაც წვდომა ჰქონდა სკოლის ინტერნეტ ბანკთან და რომლის მართლზომიერ მფლობელობაშიც არსებობდა შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ კუთვნილი თანხები, სკოლის საბანკო ანგარიშიდან დანიშნულებით „ხელფასი“ და „ხელფასის ავანსი“, სხვადასხვა დროს საკუთარ ანგარიშზე დიდი ოდენობით, 2 161 806,52 ლარი გადარიცხა, რომლის ნაწილიც აზარტულ თამაშებში წააგო. დაკავებულის ქმედების შედეგად „მეექვსე საავტორო სკოლას“ დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ბრალდებული 11 სექტემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საზოგადოება
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის