USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Тбилиси
ჭყონდიდელის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - პროტესტი მშენებლობის წინააღმდეგ
дата:  1253

პროტესტი მშენებლობის წინააღმდეგ - ჭყონდიდელის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები 11-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

ხალხი ამტკიცებს, რომ კომპანია "ბინექსი" მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექს სანებართვო პირობების დარღვევით აშენებს.

მიუხედავად მერიის მიერ გაცემული ნებართვისა, ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანიას სამხარაულის ბიუროს დასკვნა არ წარუდგენია და კორპუსის მშენებლობა კერძო დასკვნის საფუძველზე ხდება.

მოქალაქეებმა დღეს მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს საექსპერტო დასკვნები და გეოლოგიური კვლევები მოსთხოვეს, თუმცა კომპანიამ მოცემული დოკუმენტები ვერ წარადგინა.

"ხელმოწერილი სამშენებლო დოკუმენტი უნდა გედოთ სამუშაოების დაწყებამდე. ვალდებული ხართ, რადგან ბრძანებაში გიწერიათ. სამშენებლო მიწის ნაკვეთის საინჟინრო გეოლოგიური კვლევა სად გაქვთ? არ გაქვთ. მიწის ნაკვეთის მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი ახალ გამოაკარით პატრული რომ მოვიდა. რომელი გიდევთ აქედან. სამშენებლო მოედანზე ვდგავართ", - ამბობს ადგილობრივი. 

ხმაურის შემდეგ ადგილზე მუნიციპალური ინსპექცია მივიდა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მშენებლობა დროებით, ორშაბათამდე შეაჩერონ იმ პირობით, რომ 17 ივნისს "ბინექსის" წარმომადგენლები მერიაში მივლენ და გეოლოგიურ დასკვნა წარადგენენ.

მოსახლეობა "პირველებთან" აცხადებს, რომ ასაშენებელი კორპუსები მეტროს სავენტილაციო შახტის მიმდებარედ არის განლაგებული, ამიტომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა დაუშვებელია.

ამასთანავე, ადგილობრივები უკმაყოფილებას გამოთქვამენ "ბინექსის" მიერ აშენებულ კორპუსებთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ კომპანიის მიერ აგებულ საცხოვრებლებს ბზარები გააჩნია.

 

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати