USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
ჩვენს გასაკეთებელს აქ არც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი - კახა კალაძე
дата:  1048

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის და მათი გუნდის ინტერესები თანხვედრაშია, თუმცა ჩვენს გასაკეთებელს აქ არც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა.

„დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ერთნაირ პლატფორმაზე ვართ. იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ ტრამპის გუნდის წევრებისგან, მაგალითად, ის რომ ოჯახი ეს არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა და ა.შ, ეს კონსერვატიული მიდგომები და დამოკიდებულებები, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს, რაზეც კანონი მივიღეთ. ბევრი მიმართულებაა, რაზეც თანხვედრაა. თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმ განცხადებებით, რაც ტრამპის მხრიდან მოვისმინეთ, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ „დიფსთეითი“ დაამარცხოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამაზე ბოლოო თვეების განმავლობაში ღიად ვსაუბრობდით და საზოგადოებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. ეს „დიფსთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, რა გავლენები აქვს მას, როგორ იმართება, როგორ მუშაობენ. თუ ის შეძლებას ამის დამარცხებას, ეს ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას წინსვლას, ეს ყველაფერი ჩვენზე, ხალხზე და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ არჩეულ მთავრობაზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ჩვენ რატომ დაგვიჭირა მხარი ხალხმა? იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესი გავატაროთ. ტრამპი აირჩია ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ და ის რა თქმა უნდა, ამერიკის ინტერესს გაატარებს. ჩვენს გასაკეთებელს აქ არც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა“,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: "ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე".

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати