USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
"ჩვენი ხმა ევროპას" - ორბელიანების სასახლესთან პრეზიდენტის დაანონსებული აქცია გაიმართება
თარიღი:  710

„ჩვენი ხმა ევროპას“ - საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლესთან შეკრება დააანონსა. სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ ღონისძიება დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.

"მოგესალმებით, 

პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და მის ოჯახთან ერთად, სრულიად საქართველოს, რამეთუ არ მთავრდება რუსეთის საუკუნოვანი პოლიტიკა: ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენ ტერიტორიაზე - ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. 

ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება. მართლაც, საუკუნეების განმავლობაში ვუყურებთ უცვლელად რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, ვითომც ეს ერთსულოვანი ჩვენი მეგობარია და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. 

ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე ერთი და მხოლოდ ერთია - ეს არის ევროპა, ეს არის  მშვიდობა და ეს არის მშვიდობა ევროპაში. ამიტომ ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ, არც გვჯერა სხვა პერსპექტივის და ძალიან გასაკვირია, თუ ვინმეა საქართველოში რუსეთის შემყურე, თუ ვინმეს შეიძლება სჯეროდეს საქართველოში რუსეთთან ერთად მომავლის, ვინმეს სჯეროდეს, რომ შეიძლება წავიდეს და ისწავლოს რამე რუსეთში, რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ რუსეთთან რაღაც მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს. 

ჩვენი მომავალი, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ევროპაშია. ამიტომ, ჩვენ, ხვალ ვაპირებდით, (ხვალ იქნება ევროკავშირის კომისიის დასკვნა, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია) და ხვალ, 8-ში, რვა საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს - არა ჯერ ზეიმისთვის, რადგან ზეიმი იქნება თუ მივიღეთ პასუხი დეკემბერში, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპანია, რომელშიც ყველანი იქნებით ჩართული, ჩვენი საზოგადოების ყველა ნაწილი, ეს უნდა იყოს ერთიანი, დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურობა და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი, რადგან რუსეთმა სცადა კიდევ შეგვიცვალოს ჩვენი დღის წესრიგი და ჩვენ მართლაც, დღეს მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი, ჩვენ შევცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე, მაგრამ არა მისი არსი. 

ჩვენ ხვალ შევიკრიბებით, და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და ჩვენ გვექნება დიდი გზავნილი ევროპისათვის. ევროპას ვეტყვით და გავაგზავნით ევროპაში ჩვენს ხმას, შენს ხმას, ყველას ხმას: ინდივიდუალურად და ერთად. ყველანი უნდა ვიყოთ, ვიდგეთ. არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. 

ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ ხელმოწერების კამპანიას, რამეთუ რუსეთი ვერასოდეს ვეღარ შეგვიცვლის ჩვენს დღის წესრიგს. ეს არის მაგალითი ჩვენი წარსულიდან, რომ საქართველომ თავისი გზა არასოდეს შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით. ეს ქართველი ხალხის ნებაა და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ეს იქნება პასუხი ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე. ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ის, რაც საქართველოს ეკუთვნის იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნისა და მშვიდობიანი ყოფნის მომავალი. ხვალამდე, რვა საათზე ჩვენ შევიკრიბებით და ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპას!"

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის