USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ჩუნცინი - ქალაქი 3 000 წლიანი ისტორიით
Date:  1635

ჩუნცინიიუიჩენიბასიანი (ჩინ.: 重慶) — ცენტრალური დაქვემდებარების ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში. 2015 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 30,165,500 ადამიანი. ფართობი 82,403 კმ². გაშენებულია ტერასებად მთის კალთაზე, მდინარეების იანძისა და ძიალინძიანის შესართავთან. სამდინარო ნავსადგური. წყლის გზით უკავშირდება შანხაის, რკინიგზით — ქალაქ ბაოძის და საზღვაო ნავსადგურ ჯანძიანს.

დიდი ინდუსტრიული ცენტრია. ჩუნცინსა და მის მიდამოებში იღებენ ქვანახშირს. მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ბაზა, მეტალურგიული კომბინატი, მრავალდარგიანი მანქანათსამშენებლო და ქიმიური მრეწველობა. საშენ მასალათა წარმოება. იხსენიება ძველი წელთაღრიცხვის XI საუკუნეში. ძველ დროში ქალაქი იყო ბას სამეფოს დედაქალაქი და ძანჯოუ ეწოდებოდა. სახელწოდება ჩუნცინი („ორმაგი ზეიმი“) წარმოიშვა 1189 წელს როდესაც იმპერატორ სიაო-ძუნის მესამე შვილი გახდა გუნჯოუს ოლქის უფროსი. ჩუნცინი უძველესი დროიდან იყო სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. უცხოეთთან ვაჭრობისათვის გაიხსნა 1891 წელს. 1891 წელს ჩუნცინი ღია პორტი გახდა, სადაც საბაჟო იყო მოწყობილი, შეინიშნებოდა განვითარება ნაოსნობაში, ვაჭრობაში, საფინანსო საქმესა და გადამამუშავებელ მრეწველობაში. თანდათანობით ქალაქი გახდა საკვანძო პუნქტი, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთსა და იანძის ზემოთებს გარე ზღვასთან აკავშირებდა. 1913 წლიდან 1929 წლამდე ეწოდებოდა ბასიანი.

1938 წლის ოქტომბრიდან 1946 წლის დასაწყისამდე იყო ჩინეთის დროებითი დედაქალაქი. გომინდანელთა ხელისუფლებისაგან გაათავისუფლა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ 1949 წლის 30 ნოემბერს. 1929 წელს ჩუნცინს ოფიციალურად მიენიჭა ქალაქის სტატუსი. ჩუნცინს საფუძველი ჩაეყარა იმ ადგილში, სადაც მდინარე ძიალინძიანი ერთვის მდინარე იანძს. როდესაც დასრულდა 2006 წლის 20 მაისს სანსიანის კაშხლის მშენებლობა წარმოქმნილმა წყალსაცავმა ჩუნცინამდე მიაღწია, რამაც ხელი შეუწყო დიდი გემების გავლას საქალაქო პორტისაკენ.

ქალაქი შემოსაზღვრულია სამი მთის მასივით: დაბაშანით (ჩრდილოეთით), უშანით (აღმოსავლეთით) და დალუშანით (სამხრეთით). ბორცვიანი ლანდშაფტების გამო ჩუნცინს „მთიანი ქალაქი“ შეარქვეს. ქალაქი ვრცელდება ზღვის დონიდან 243 მეტრ სიმაღლეზე. აღმოსავლეთით ესაზღვრება ხუბეისა და ხუნანის, სამხრეთით გუიჯოუს, დასავლეთით სიჩუანის, ხოლო ჩრდილოეთით შენსის პროვინციები. ქალაქზე, გარეუბანსა და საოლქო რაიონებზე გაედინება 80 მდინარე, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია: იანძი, ძიალინი, უძიანი, ფუძიანი, ჩიძიანი და დანინხე.

ჩუნცინი მდებარეობს სუბტროპიკულ ზონაში. დამახასიათებელია შედარებით რბილი ზამთარი და ცხელი, ზაფხული. ოქტომბრიდან აპრილამდე მომატებული ჰაერის სინოტივე არის ხშირი ნისლის მიზეზი, რის გამოც ქალაქს მეტსახელიც შეერქვა — „ნისლიანი დედაქალაქი“. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 18,2 °C-ს. ზამთარში ტემპერატურა ეცემა 6-8 °C-მდე, ხოლო ზაფხულში 27-38 °C-მდე. შორის. ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა უდრის 1000-1100 მმ-ს. წლის ყველაზე კომფორტული თვეებია პერიოდი აპრილიდან ოქტომბრამდე.

ამჟამად იანძიზე 25 ხიდია გადებული, რომელთაგან ერთი — ჩაოტიანმენი არის მსოფლიოს უგრძესი თაღოვანი ხიდი, რომლის სიგრძეა 1,7 კილომეტრი. ჩუნცინის ცენტრიდან 21 კილომეტრშია ჩუნცინ ძიანბეის საერთაშორისო აეროპორტი. არის მეტროპოლიტენი, რომელშიც 4 ხაზი მოქმედებს, რომელთაგან 2 მიწისქვეშაა.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way