USD 2.7136
EUR 3.0211
RUB 2.9547
Tbilisi
ჭუმუტა – წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში
Date:  1047

ჭუმუტა წითელყურძნიანი მაღალხარისხიანი საღვინე ვაზის ჯიშია, კარგი ღვინის დასაყენებლად.

წარმოშობა: გურია

სინონიმები: ჯუმუტა, ჯუმუტაი

ჭუმუტა მაღალხარისხიანი საღვინე ჯიშია. მისგან დაყენებული სუფრის მშრალი ღვინო ხასიათდება ლამაზი ღია წითელი შეფერვით, დიდი სხეულით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შემცველობით, ჰარმონიულობით და კარგი გემოთი.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდია, მომრგვალო, სამ-ხუთვნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია აბლაბუდისებრი მონაცისფრო შებუსვით.ყვავილი ორსქესიანია.

მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსია ან მეტად კუმსი. მარცვალი საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ან ოვალური. სრულ სიმწიფეში მუქი ლურჯია, შავ ფერში გარდამავალი. კანი მკვრივი აქვს და ძნელად შორდება რბილობს. რბილობი საკმაოდ წვნიანი და ხორციანია, წვენი შეუფერავი, ძალიან სასიამოვნო ჯიშური არომატითა და მდიდარი გემოთი.

ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 203 დღეა. მტევნის წონა – 100 – 190 გრამი. საჰექტარო მოსავლიაონობა – 6 – 7 ტონა. ყურძნის სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა – 20 – 23 %, მჟავიანობა – 8.5 – 9.1 გ/ლ.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way