USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ჩუღურეთში, მნათობის ქ. N2-4 ში, გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
თარიღი:  381

 

 

ჩუღურეთის რაიონში, მნათობის ქ. N2-4 ში, გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
105 კვადრატული მეტრის მოცულობის კედელი ფერდობის ჩამოშლის პრევენციის მიზნით ეწყობა.
სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია,საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ ჩიკვილაძესა და პარლამენტარ რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო, რის შემდეგაც გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს, რომლის ღირებულებაც 130 000 ლარია

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის