ჩუღურეთის რაიონში, ხეთაგუროვის N1 3/2-ში, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, თბილისური ტიპის ეზოში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.
სამუშაოები რაიონის გამგებელმა დავით მაქაცარიამ, პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
პროექტის ღირებულება 35 000 ლარია.