USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
ჩუღურეთში, 1 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე, აღდგომის მამათა მონასტრის მისასვლელი გზის ასფალტის ორფენიანი საფარი იგება
дата:  565
ჩუღურეთის რაიონში, 1 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე, აღდგომის მამათა მონასტრის მისასვლელი გზის ასფალტის ორფენიანი საფარი იგება.
 
სამუშაოები რაიონის გამგებელმა დავით მაქაცარიამ, პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა.
 
პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ბორდიურები.
 
სამუშაოებს, რომლის ღირებულება 220 000 ლარია, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.
мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати