USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის N49-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
Date:  582
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის N49-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
 
სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პროექტის ფარგლებში, გამაგრდება შენობის საძირკველი და კედლები, ფანჯრები და კარის ღიობები ლითონის ჩარჩოებში ჩაისმება, შენობის დაზიანებული ელემენტები არმატურით გამყარდება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება, ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი. პროექტს, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს. მისი ღირებულება 325 000 ლარია.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way