USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ჩუღურეთის რაიონში გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
дата:  392
ჩუღურეთის რაიონში, ჩეჩელაშვილის ქ. N47ბ ,N49 და N68ა -ში, გრუნტის დამჭერი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართებზე გზის დამჭერი კედლები საფრთხის შემცველი ფერდობის ჩამოშლის პრევენციის მიზნით ეწყობა.
 
სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, საკრებულოს დეპუტატ ზურაბ ჩიკვილაძესა და პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად გაეცნო, რომლის შემდეგაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
 
პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ახორციელებს და მისი ღირებულება 300 000 ლარია.
общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати