USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
Tbilisi
ჩუღურეთის რაიონში, დოლიძის N9-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების პროცესი მიმდინარეობს
Date:  1006

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონში, დოლიძის N9-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების პროცესი მიმდინარეობს.

სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დავით მაქაცარიამ, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა და რაიონის მაჟორიტამა გიორგი ვოლსკიმ, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა ზურაბ ჩიკვილაძემ და პარლამენტის დეპუტატმა რიმა ბერაძემ დაათვალიერეს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.

პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი გამაგრდება, კედლები მოეწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრები და კარის ღიობები მოჩარჩოვდება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისმება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება, ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი.

სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 295 000 ლარია.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way