USD 2.7198
EUR 2.9442
RUB 2.8191
Tbilisi
ჩუღურეთის რაიონში ახალი სკვერი მოეწყო.
Date:  244
ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის 100ა-ში, მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად, ახალი სკვერი მოეწყო.
პროექტის ფარგლებში, 1 698 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, საბავშვო-გასართობი ზონა, ტრენაჟორები, წყლის სოკოები, განთავსდა საპარკე ავეჯი, დაირგო ხე-მცენარეები და ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირით შემოისაზღვრა.
დასრულებული სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ კახა გულედანმა, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დავით მაქაცარიამ, პარლამენტის დეპუტატმა რიმა ბერაძემ და თბილისის საკრებულს მაჟორიტარმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
სამუშაოები, რომლის ღირებულება 393 000 ლარია, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა.
region
ოკუპირებულ სოხუმში ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სომხეთიდან და საბერძნეთიდანაც დაესწრებიან

დროებით ოკუპირებულ სოხუმში "მოსკოვის სახლის" მხარდაჭერით, კონფერენცია "ტრადიციული ოჯახის ღირებულებები - ხალხთა ერთიანობის საფუძველი", "ოჯახი და მშვიდობა" გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც "აფხაზეთის დამოუკიდებლობას" არ აღიარებენ.

მედიის ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, განათლების, მეცნიერების, ბიზნესის, სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აფხაზეთიდან, რუსეთიდან, სირიიდან, ბელარუსიდან, უზბეკეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან და სომხეთიდან.

ღონისძიების ანონსში წერია:

მოდით, განვიხილოთ:
- ოჯახის მხარდაჭერა და დაცვა;
- ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შენარჩუნება;
- მრავალშვილიანი ოჯახების როლისა და მშობლის ავტორიტეტის გაზრდა;
- ოჯახის კეთილდღეობის შენარჩუნება, შობადობის გაზრდა და განქორწინებების შემცირება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way