USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
თბილისი
ჩუღურეთის გამგეობის მიმდინარე წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გაიმართა
თარიღი:  

ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, დავით მაქაცარიამ საზოგადოებას 2023 წლის განმავლობაში რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

გამგებლის განცხადებით, მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში, 61 მისამართზე გზის საფარი. 28 მისამართზე მოეწყო გრუნტის დამჭერი კედელი. რეაბილიტირდა 50 არსებული და მოეწყო ერთი ახალი სკვერი. რაიონის მასშტაბით, რეაბილიტირდა 18 სპორტული მოედანი.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2023 წლის განმავლობაში 108 პროექტი განხორციელდა. მათ შორის, კაპიტალურად გამაგრდა 13 ავარიული თბილისური ტიპის საცხოვრებელი სახლი. 10 მისამართზე რეაბილიტირდა საერთო სარგებლობის კიბე და აივანი. ასევე, 30 მისამართზე საცხოვრებელი სახლის სახურავი შეიცვალა.
მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის 7 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება.
მიმდინარე წლის განმავლობაში გამგეობის მიერ განხორციელებული საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტებისთვის ჯამში, 17 048 899 ლარი დაიხარჯა.
რაიონის გამგებელმა მოსულ სტუმრებს 2024 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო.
ღონისძიების ბოლოს დავით მაქაცარიამ მოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა რაიონში განხორციელებულ პროექტებში ჩართულობისთვის.

ჩუღურეთის გამგეობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, საკრებულოს მაჟორიტარი ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტის დეპუტატი რიმა ბერაძე და დედაქალაქის მთავრობის წევრები.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის