USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ჩუღურეთის გამგეობაში გენდერულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
дата:  355
თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობებში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი მსოფლიო კამპანიისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო.
თბილისის მერის მრჩეველიმა გენდერული თანასწორობის საკითხებში ნინო ბურძენიძემ ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია ესწრებოდა. შეხვედრაზე, რომელიც დისკუსიის ფორმატში გაიმართა, საუბარი შეეხო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების აქტიურობის მნიშვნელობასა და ამ საკითხში თვითმმართველობის როლს.
შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა დონა საქართველოსა" და კავკასიის ონკოსაზოგადოება "ჰოუფის" წევრები, ასევე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის - თბილისის დაწესებულების უფროსი ინდირა რობაქიძე.
თბილისის მერია 2018 წლიდან უერთდება აღნიშნულ საერთაშორისო ღონისძიებას, რომლის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა.
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати