USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
ჩრდილოეთ კოსოვოში სერბებსა და ნატო-ს ძალებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად არიან დაშავებულები
дата:  674

ჩრდილოეთ კოსოვოშისერბებსა და ნატოს ძალებს შორის შეტაკება გუშინ მოხდა.  ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიამ (KFOR) სერბი დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეები ახალარჩეულ ალბანელ მერებს მუნიციპალურ შენობებში შესვლის საშუალება არ აძლევდნენ. დემონსტრანტებმა მერიის წინ, პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, ძალოვნებმა კი მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. თავის მხრივ, მომიტინგეებმა პოლიციას ქვები და ჯოხები დაუშინეს.

ნატო-ს 25-მდე სამშვიდობო ჯარისკაცი, რომლებიც ჩრდილოეთ კოსოვოში მერიის შენობებს იცავდა, სერბ მომიტინგეებთან შეტაკებისას დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები არიან უნგრელი და იტალიელი ჯარისკაცები.

ნატო-ს დაქვემდებარებაში მყოფმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიამ (KFOR) მომხდარი ძალადობა დაგმო და სამშვიდობოებზე თავდასხმას "სრულად მიუღებელი" უწოდა.

„იტალიის და უნგრეთის KFOR-ის კონტინგენტის რამდენიმე ჯარისკაცზე გაუმართლებელი თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც ტრავმული ჭრილობები, მოტეხილობებით და დამწვრობები მიიღეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონიც გამოეხმაურა და მხარეებს დაძაბულობის განსამუხტად შესაბამისი ქმედებებისკენ მოუწოდა.

„ის, რაც ხდება, აბსოლუტურად მიუღებელი და უპასუხისმგებლოა, ყველა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა დაიხიოს უკან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით,“ - ნათქვამია იტალიის პრემიერის განცხადებაში.

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, შეტაკების შედეგად დაშავებულია 52 სერბი, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია.

 

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати