USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებული ნაგვით სავსე ბუშტი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე ჩამოვარდა
Date:  

ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებული ნაგვით სავსე ბუშტი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო ქიმიურ, ბიოლოგიურ და რადიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ჯგუფი, რომელმაც ნაგავი შეაგროვა და ადგილიდან გაიტანა. მათ დაადგინეს, რომ ნაგავი რაიმე დამატებით საფრთხეს არ შეიცავდა.

სეული დემილიტარიზებული ზონიდან მხოლოდ 56 კილომეტრში მდებარეობს. უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ინციდენტის დროს კომპლექსში სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი.

ე.წ. ბუშტებით თავდასხმა სამხრეთ კორეის მიმართულებით ფხენიანმა მაისში დაიწყო. საჰაერო ბუშტებს პლასტიკი, სიგარეტების ნამწვავები და სხვა ნაგავი გადააქვთ. საპასუხოდ სეულმა საზღვართან პროპაგანდისტული მაუწყებლობა აღადგინა.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way