USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლინებულა
თარიღი:  2212

ჩრდილოეთ კორეა ისევ აცხადებს, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში COVID-19–ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 30 ივლისიდან 5 აგვისტომდე პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსზე 693 ტესტი ჩატარდა და ყველა უარყოფითი აღმოჩნდა.

ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შეღწევის თავიდან ასაცილებლად ფხენიანმა 2020 წლის დასაწყისში მკაცრი ზომები შემოიღო და მისი გარე საზღვრები მთლიანად დახურა.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის