USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
ჩრდილოეთ კორეაში 22 წლის კაცი ფილმების ყურების და სიმღერის მოსმენის გამო სიკვდილით დასაჯეს
дата:  465

ჩრდილოეთ კორეაში საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს 22 წლის კაცი, იმის გამო რომ მან სამი სამხრეთ კორეული ფილმი ნახა და 70 სიმღერას მოუსმინა. ამის შესახებ The Guardian-ი სამხრეთ კორეის გაერთიანების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ხვანხე-ნამდოს პროვინციაში ჯერ კიდევ 2022 წელს დასაჯეს სიკვდილით, თუმცა ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია ქვეყნიდან სამხრეთ კორეაში გაქცეულმა ადამიანმა გაამხილა და ეს ინფორმაცია 2024 წლის ანგარიშში მოხვდა. აღნიშნულია, რომ მოკლულმა 2020 წელს მიღებული კანონი დაარღვია, რომელიც „რეაქციულ იდეოლოგიასა და კულტურას კრძალავს“. ეს კანონი ასევე კრძალავს ქვეყანაში მზის სათვალის ტარებას, ალკოჰოლის ღვინის ჭიქებიდან დალევას, თეთრი საქორწინო კაბების ტარებას. ამ ყველაფერს ფხენიანში სამხრეთკორეულ წესებად მიიჩნევენ.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთკორეელების ტელეფონებსა და მიმოწერებს სამხრეთკორეულ სლენგსა და ფრაზებზე ამოწმებენ.

2021 წლის ივნისში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კეი პოპს „ავთვისებიანი სიმსივნე“ უწოდა, რომელიც აფუჭებს ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდების ჩაცმულობას, ვარცხნილობას, მეტყველებას და ქცევას.

მანამდე ერთი თვით ადრე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში აიკრძალა ვიწრო ჯინსები, წარწერებიანი მაისურები და სახის პირსინგი. კიმ ჩენ ინმა ამ ყველაფერს კაპიტალიზმის სიმბოლოები უწოდა.

Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати