USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ჩოხატაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
თარიღი:  655

ჩოხატაურში 23 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. მას მრავლობითი ჭრილობა თანასოფლელმა მიაყენა.

ადგილობრივების თქმით, დამნაშავე წარსულში ნასამართლევია, ის სასჯელს პოლიციელზე თავდასხმისთვის იხდიდა. მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ. ამბობენ, რომ შემთხვევა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მოხდა.

პოლიციას ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული ჰყავს, მისი დაკავება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის